ქვემო მაჭახელი

Georgia / Ajaria / Keda /
 აღნიშნეთ მხოლოდ ობიექტის კონტური  Add category

მაჭახელი, მიჭიხიანი, ისტორიული თემი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, [[აჭარა]ში მდინარე მაჭახელას და მისი შენაკადების: მინდიეთის წყლისა და ეფრატის ღელის ხეობებში (მდინარე მაჭახელისწყალი სოფელ მაჭახლისპირთან უერთდება მდ. ჭოროხს.

ამ მხარეში ადამიანის ცხოვრების კვალი გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან ჩვენს დრომდე თითქმის უწყვეტად მოდის. თავისი გეოგრაფიული მდებარეობით მაჭახელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, პირველ რიგში, ჭოროხის ხეობის მხარის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. მაჭახელას ხეობის წარსულის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული უძველეს ქართულ ხელნაწერ დოკუმენტში, რომელიც ცნობილია „მაჭახლის ხეობის სულთა მატიანის“ სახელწოდებით. მასში აღნიშნულია მაშინდელი გვარსახელები, ადგილის სახდლები, ტოპონიმები.

ამჟამად ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხეობას სპეციალისტები სწავლებენ. მათი დასკვნის შემდეგ შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დაიწყება.

ხეობის მოსაზღვრე ადგილი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, დაცულ ნაკრძალადაა გამოცხადებული
Nearby cities:
კოორდინატები:   41°28'53"N   41°49'32"E
This article was last modified 4თვის წინ