ალავერდის საკათედრო ტაძარი

Georgia / Kakheti / Telavi /
 მონასტერი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, orthodox christianity (en), საინტერესო ადგილები, რელიგიური თაყვანისცემის (საკულტო) ნაგებობა, მართლმადიდებლური ეკლესია

ალავერდი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი და საკათედრო ტაძარი, ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის რაიონი), თელავიდან 20 კმ-ზე.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა,ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.
ალავერდის კომპლექსს (წმ. გიორგის ტაძარი, სამრეკლო, პალატი, გალავანი, სასახლე, მარანი, აბანო, კარიბჭე) — საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან ალავერდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
Nearby cities:
კოორდინატები:   42°1'57"N   45°22'36"E
  •  199 კმ
  •  1075 კმ
  •  1254 კმ
  •  1320 კმ
  •  1322 კმ
  •  1395 კმ
  •  1566 კმ
  •  1627 კმ
  •  1870 კმ
  •  1876 კმ
This article was last modified 3 წლის წინ