ბიჭვინთის ფიჭვის ტყის ნაკრძალი (ბიჭვინთა)

Georgia / Abkhasia / Pitsunda / ბიჭვინთა
 პარკი, ტყე, სახელმწიფო დაცული ტერიტორიები ( ნაკრძალი,აღკვეთილი)

შავ ზღვის სანაპიროს 7 კმ-ზე გასდევს რელიქტური ფიჭვის ტყის მასივი


ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს აფხაზეთში, გაგრის ზონაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთის კონცხზე. დაარსდა 1926 წელს, საერთო ფართობია 164,7 ჰა. ტყით დაფარულია 123 ჰა, რომლის უმეტესი ნაწილი (69,7) რელიქტურ ბიჭვინთის ფიჭვს უკავია; გარდა ფიჭვისა გვხვდება ქართული მუხა, წაბლი, კავკასიური რცხილა, ჯაგრცხილა, ცაცხვი, იფანი, კოლხური ბზა და სხვა. ბიჭვინთის ფიჭვის ნაკრძალი მსოფლიო მნიშვნელობისაა. ეს სახეობა მესამეულ პერიოდს განეკუთვნება და ყირიმკავკასიური ფლორის უკანასკნელ ნაშთად ითვლება.

ნაკრძალის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში ბიჭვინთის ფიჭვის გავრცელება მკვეთრად მცირდება და იცვლება ბზის დაჯგუფებით (ცალკეული ეგზემპლარის სიმაღლე 10 მ აღწევს). ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალში გვხვდება კოლხური ხოხობი, გარეული ღორი, შველი, კავკასიური და ტელეუტური ციყვი, კვერნა და სხვა. ნაკრძალში ტარდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ფიჭვის დაცვისა და მომრავლების მიზნით.
Nearby cities:
კოორდინატები:   43°9'36"N   40°20'42"E
  •  137 კმ
  •  266 კმ
  •  379 კმ
  •  403 კმ
  •  474 კმ
  •  590 კმ
  •  629 კმ
  •  677 კმ
  •  702 კმ
  •  741 კმ
This article was last modified 11 წლის წინ