კარალეთი

Georgia / Shida Kartli / Gori /
 სოფელი  Add category

კარალეთი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, გორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: დიდი გარეჯვარი, პატარა გარეჯვარი, სათბურების დასახლება). ზღვის დონიდან 650 მეტრი, გორიდან 8 კილომეტრი.
კარალეთში მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორა. სოფლის ძველი სახელწოდებაა ნაჭარმაგევი. ვახუშტის ცნობით:
„ნაჭარმაგევი იყო სადგური მეფეთა და კეთილსანადირო; და აწ კარალეთად წოდვილი, ადგილი ტურფა, ჭალიან-მინდვრიანი, ნადირიანი, ფრინველიანი“.
XI-XII საუკუნეებში ნაჭარმაგევი შიდა ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო. 1110 წელს დავით აღმაშენებელი თავისი ტაძრეულით იდგა ნაჭარმაგევს და იქიდან აწარმოებდა ბრძოლებს თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. ნაჭარმაგევს იხსენებს გიორგი III-ის და თამარის ისტორიკოსიც. XVIII საუკუნეში სოფელს დიდი ზიანი მიაყენა ლეკთა თარეშმა. მათ ერთ-ერთი შემოსევის დროს აიღეს კარალეთის ციხე, ხელთ იგდეს ტყვე და საქონელი.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 6196 ადამიანი.
სოფლის ტერიტორიაზე დგას:
"ღვთისმშობლის ეკლესია" (სასაფლაოზე):memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
"ღვთისმშობლის ეკლესია" (სასაფლაოზე) : memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
წმ.სამების ეკლესია (ცენტრალური გზის პირას,საჭიდაო არენის გვერდით)
სოფლის დასავლეთით (წმ. გიორგის უბანში) დგას წმ.გიორგის სახ.ეკლესია:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სოფლის ცენტრში, მაღალ ბორცვზე, რომელიც თავისთავად წარმოადგენს ბრინჯაოს ხანის გორა-სამოსახლოს, დგას XIX ს-ის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ერისთავების სასახლე:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ვიდეო "სოფელ კარალეთის და იქ მდებარე ტაძრების ისტორიები":
www.facebook.com/watch/?v=333083722802112
Nearby cities:
კოორდინატები:   42°3'45"N   44°5'3"E
This article was last modified 1 წლის წინ