ადმინისტრაციული შენობა (გორი)

Georgia / Shida Kartli / Gori / გორი / სტალინის გამზირი, 16
 ადმინისტრაციული შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი

შენობა აშენებულია სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთაზე არსებულ ცენტრალურ მოედანზე 1952 წ.(არქიტ. მ. შავიშვილი, ზ. ცქიტიშვილი). კლასიკური სტილისაა 3 სართულიანი კორპუსით და სარდაფით, ფასადის მხარეზე გამოწეული ფლიგელებით და დამაგვირგვინებელი მინის გუმბათით. მთავარ კორპუსს ფასადის ცენტრში გასდევს პორტიკი. სართულშუა სარტყელით პორტიკი გაყოფილია ორ იარუსად: I სარტულის ცენტრალური შესასვლელი გადაწყვეტილია პარადული კიბეებისა და არკადის სახით, II სართული ტერასითა და 8 სვეტიანი კოლონადით შენობის მთელ სიმაღლემდე. სვეტები დანაწევრებულია კანელურებით და დაგვირგვინებული ა/ ბეტონის კაპიტელებით.შენობას მთელ სიგრძეზე გასდევს რელიეფური ლავგარდანი. ფასადის მხარეს განთავსებულია აივნები. ფანჯრის ღიობები მორთულია ორნამენტებით. კედლები ტუფის, მოპირკეთება ეკლარის ქვით.
ამჟამად შენობაში განლაგებულია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო.
შენობას 2008 წლიდან მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ადმინისტრაციული შენობა :memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°58'53"N   44°6'45"E
This article was last modified 4 წლის წინ