საირმე

Georgia / Samtskhe-Javakheti / Adigeni /
 სანატორიუმი  Add category

აირმე მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით 55 კმ-ში, 950 მ-ზე ზღვის დონიდან, მდ. წაბლარის წყლის ხეობაში. მთები, რომლებიც მდებარეობს მის გარშემო დაფარულია ფოთლოვანი ხეებით (მუხა, წიფელი და ა.შ) და აგრეთვე, წიწვოვანი ტყეებით. კლიმატი განპირობებულია მისი მდებარეობით სუბტროპიკულ სარტყელში. კურორტის მთავარი ფაქტორი არის მინერალური წყლები, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოდანაა ცნობილი. კურორტი მუშაობს თბილ სეზონზე (მაისიდან ნოემბრამდე).

საირმე არიას მნიშვნელოვანი ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი ბაგდათის რაიონში.მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდ. კალთაზე . მდ. წაბლარისწყლის ხეობაში. ზ.დ. 950 მ., ,ფგდათიდან 25 კმ.ჰავა რბილია; იცის მცირეთოვლიანი ზამთარი(იანვ. საშ.ტემპერატურა –1,0°C) და ზომიერად თბილი ზაფხული( აგვ. საშ. ტემ. 17°C); ნალექების რაოდენობა 900მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორი: ნარზანის ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი (წყალი#1 და#3) და ბორჯომის ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროლარბონატული ნატრიუმიანი (ბურღილი#4 და #5)მინერალური წყალი. საირმეში არის სანატორიუმი, დასასვენებელი სავლები და საკურორტო პოლიკლინიკა.სეზონი: მაისიდან –ნოემბრამდე.ჩვენება:საშარდე გძების და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ქრონიკული დაავადებები.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°54'30"N   42°44'44"E
This article was last modified 6 წლის წინ