ნახიდური (ყოფ. არა(უ)ხლო)
Georgia /
Kvemo Kartli /
Tamarisi /
World
/ Georgia
/ Kvemo Kartli
/ Tamarisi
მსოფლიო / საქართველო / ქვემო ქართლის მხარე
სოფელი
Add category
ნახიდური (ყოფ. არა(უ)ხლო) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ნახიდურის თემის შემადგენლობაში. მდებარეობს მდინარე ქცია-ხრამის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 420 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ბოლნისიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელ ნახიდურის მოსახლეობა შეადგენს 3 686 ადამიანს.
სოფელსა და მიმდებარე მიდამოებშია:
1.XVII-XVIII სს. გუმბათიანი „ყვითელი ეკლესია“(სარი ქილისა)
2. IX-X სს. ეკლესია "არახლოს ძველი ეკლესია სასაფლაოთი": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
3.მეჩეთი
3. IX-X სს. ეკლესია ( მიდამოებშია)
სოფელ ნახიდურთან 1599 წელს გაიმართა ბრძოლა მეფე სოლომონ პირველსა და ოსმალოებს შორის. ოსმალთაგან გორის ციხის გათავისუფლების შემდეგ (გორის ბრძოლა) თავრიზის ბეგლარბეგმა სულთნის ბრძანებით საქართველოში ილაშქრა. ჯარი ალგეთის ხეობაში, სოფ. ნახიდურთან დაბანაკდა. ქართლის მეფე სიმონ I მტერს მცირერიცხოვანი ლაშქრით მიეგება. ქართველთა ჯარის თავმოყრა დამთავრებული არ იყო, ამიტომ მეფეს ბრძოლის დაწყებას არ ურჩევდნენ, მაგრამ სიმონ I-მა რჩევა არ მიიღო და მტერს მედგრად შეუტია. თვით მეფე მამაცურად იბრძოდა ბრძოლის შუაგულში. დაახლოებით ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ ოსმალთა რიცხოვრივი უპირატესობის შედეგად ქართველები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. ოსმალებმა ბრძოლით მისდიეს ქართველთა ლაშქარს. სოფ. ფარცხისთან (ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი), ვიწრო გზაზე, სიმონ I ცხენიანად ჩაეფლო და იძულებული გახდა დანებებოდა ოსმალთა სარდალს.
სოფლის მახლობლადაა არუხლოს გორა,რომელზეც გათხრილია ენეოლითური ხანის (ძვ. წ. V - IV ათასწლეულები) ფენები (ალიზის მრგვალი საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ორმოები და სხვა). არუხლოს გორას შემოვლებული ჰქონდა თავდაცვითი თხრილი. აღმოჩენილია ქვიშანარევი თიხის ნაძერწი ჭურჭელი, მიწის დასამუშავებელი ქვის, რქისა და ძვლის იარაღი, ქვის ქანდაკებები, ალიზის ძირბრტყელი, ამობურცულზედაპირიანი აგურები და მრგვალანაბეჭდებიანი თიხის ბულა, რომელზედაც ირემი და ლომია გამოსახული.

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ნახიდური https://ka.wikipedia.org/wiki/ნახიდურის_ბრძოლა https://ka.wikipedia.org/wiki/არუხლოს_გორა
Nearby cities:
კოორდინატები: 41°28'3"N 44°41'32"E
- ტალავერი 10 კმ
- საბირქენდი 12 კმ
- შაუმიანი 13 კმ
- ალგეთი 15 კმ
- ქვემო ბოლნისი (ქაფანაქჩი) 16 კმ
- ყაჩაღანი 24 კმ
- სადახლო 24 კმ
- შნოღ 36 კმ
- დარბაზი 36 კმ
- კოღბი 37 კმ
- თამარისის მეფრინველეობის ფაბრიკა 2.2 კმ
- ყოფილი სსრკ არმიის С-125 დივიზიონი 2.6 კმ
- მარნეულის საჰაერო ბაზა 7.6 კმ
- წინწყაროს თემი 8 კმ
- ყოფილი სსრკ სამხედრო ნაწილის ტერიტორია 8.7 კმ
- მარნეულის ბაზარი 10 კმ
- ყულარის ცხენსაშენი 11 კმ
- ბოლნისის მუნიციპალიტეტი 21 კმ
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 22 კმ
- გარდაბნის მუნიციპალიტეტი 30 კმ