Wikimapia is a multilingual open-content collaborative map, where anyone can create place tags and share their knowledge.

შეკვეთილი

Georgia / Guria / Ureki /
 სოფელი, ისტორიული ადგილები, კურორტი, seaside resort (en)
 Upload a photo

შეკვეთილი — სოფელი და ზღვისპირა კურორტი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების თემში (სოფლები: ქვემო ნატანები, ზემო ნატანები, შეკვეთილი).

შეკვეთილი მდებარეობს შავი ზღვის ნაპირას, მდინარე ნატანების შესართავთან, ზღვის დონიდან 2 მ.-ზე. ოზურგეთიდან 21 კმ. ქვემო ნატანებიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 3 კმ., შეკვეთილს აღმოსავლეთიდან საზღვრავს საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2, სამხრეთიდან — მდინარე ჩოლოქი, ხოლო ჩრდილოეთით ურეკიდან გამოჰყოფს მდინარე სეფა. ზამთარი რბილია და უთოვლო, ზაფხული თბილი და ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 22,6 °C, ნალექების წლიური რაოდენობა 2096 მმ., ჰაერის საშუალო ტენიანობა 78 %, მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 20 000 საათი.

შეკვეთილი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო XVIII საუკუნის განმავლობაში. 1723 წლიდან შევკეთილის ციხეში ოსმალეთის იმპერიის გარნიზონი იდგა. შეკვეთილი დატანილია იმერეთის სამეფოს 1737 წლის რუკაზე. 1788-92 წლებში სიმონ III გურიელმა „ერმენის მებაჟეობის უფლება“, რომელშიც შეკვეთილიც შედიოდა, ნაკაშიძეებს გადასცა.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°55'41"N   41°46'16"E
This article was last modified 2 წლის წინ