პალიასტომის ტბა

Georgia / Samagrelo and Zemo Svaneti / Poti /
 ტბა, დაფარული (უკონტურო) ობიექტი

ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქ. ფოთთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. სარკის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. მასში ჩაედინება მდინარე ფიჩორა, ხოლო გამოედინება მდინარე კაპარჭინა. მაღალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე. დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში (25,1°C), ცივია იანვარში (5,2 °C) , ძლიერი ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარში გაძგიფულია და ჩნდება ყინულნაპირისი. 1924 წელს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას, ხოლო 1933 წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა, წყალი მლაშე გახდა. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად. თევზჭერა. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს თავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.
Nearby cities:
კოორდინატები:   42°7'11"N   41°43'48"E
  •  239 კმ
  •  299 კმ
  •  425 კმ
  •  483 კმ
  •  612 კმ
  •  741 კმ
  •  765 კმ
  •  777 კმ
  •  838 კმ
  •  901 კმ
This article was last modified 13 წლის წინ