გალი

Georgia / Abkhasia / Gali /
 ქალაქი  Add category

გალი, ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1932 წელს. მოსახლეობა 15,7 ათასი (1991 წ.). ქალაქი მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ერისწყლის ორივე ნაპირზე. არქანჯელო ლამბერტის რუკაზე (1654) გოგიელის სახელით არის აღნიშნული. იგი ამ დროს ოდიშის სამთავროში შედიოდა. 1906 წელს სამურზაყანოს ცენტრი ოქუმიდან გალში გადაიტანეს, 1928-1930 წლებში მაზრის ცენტრი იყო. გალში არის რკინიგზის სადგური, ჩაის და ეთერზეთების ქარხნები, თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
Nearby cities:
კოორდინატები:   42°37'45"N   41°44'21"E