ენგურის ჰიდროელექტროსადგური

Georgia / Shida Kartli / Jvari /
 დამბა, ჰიდროელექტროსადგური (ჰესი)

ენგურის ჰიდროელექტროსადგური, უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. შენდება მდინარე ენგურზე 1961 წლიდან. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი.) ენგურის ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო სიმძლავრეა 1640 ათ. კვტ, საშუალო წლიური გამომუშავება — 5,46 მლრდ კვტ-სთ. ჰესის ნაგებობებში შედის 271,5 მ სიმაღლის უნიკალური თაღოვანი კაშხალი, რომელიც ქალაქ ჯვართან ქმნის წყალსაცავს (მოცულობა — 1 მლრდ მ3, სიგრძე — 30 კმ); სადერივაციო გვირაბი (დიამეტრია 9 მ, სიგრძე — 15 კმ), რომელიც მთავრდება მათანაბრებელი კოშკით (დიამეტრი — 16 მ, სიმაღლე — 167 მ). სადერივაციო გვირაბი ჰიდროაგრეგატებს წყლით კვებავს 451 მ სიგრძის 5 სადაწნეო გვირაბის საშუალებით. ნაგებობათა კომპლექსში შედის აგრეთვე მიწისქვეშა ჰესი 5 ჰიდროაგრეგატით. მისი ტურბინებიდან წყალი გამყვანი გვირაბით (სიმაღლე — 13 მ, სიგრძე — 3,2 კმ) მიემართება № 1 ვარდნილჰესის წყალსაცავში. ვარდნილჰესებისათვის შექმნილია აგრეთვე გალის წყალსაცავი, მოცულობა 1-1,9 მლნ. მ3. 1972-1974 წლებში საექსლუატაციოდ გადაეცა ვარდნილჰესების 9 აგრეგატი, რომელთა საერთო სიმძლავრე 340 ათ. კვტ (წლიური გამომუშავება — 1,13 მლრდ. კვტ-სთ).
Nearby cities:
კოორდინატები:   42°45'30"N   42°1'56"E
This article was last modified 14 წლის წინ