ტბა ხოზაფინი (კარწახი)

Georgia / Samtskhe-Javakheti / Akhalkalaki /
 ტბა  Add category

ხოზაფინი – იგივე კარწახის ტბა სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 1799 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობია 26, 3 კმ², აუზის ფართობია 158 კმ², უდიდესი სიღრმე 1 მ, წყლის მოცულობაა 19, 3 მლნ. მ³. უკავია კარწახის სინკლინური ქვაბული. სახელმწიფო საზღვრით ტბა ორ ნაწილად იყოფა. ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილი (სარკის ფართობი 53%) საქართველოს ფარგლებშია, სამხრეთ–დასავლეთი – თურქეთში. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყლის დონე მაქსიმუმს აღწევს ივნისში, მინიმალურს – თებერვალში. ტბა გაუმდინარია. წყალი მომლაშოა (880 მგრ/ლ). დეკემბრიდან მარტის მეორე ნახევრამდე დაფარულია ყინულით.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°12'40"N   43°12'40"E

Comments

  • magari tbaa
  • magaria
This article was last modified 12 წლის წინ