ავრანლოს წმ. გიორგის ეკლესია

Georgia / Kvemo Kartli / Tsalka /
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

ავრანლოს წმ. გიორგის ეკლესია ციკლოპურთან აგებულია ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევებზე, XIX საუკუნის ბოლოს. XX საუკუნის 90-იან წლებში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ეკლესია შეაკეთეს. იგი წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას და აგებულია ნახევრად დამუშავებული ქვით. კედლების ქვედა რიგებში შეინიშნება ძველი ეკლესიის ქვები. ეკლესიას ნახევრადწრიული აფსიდი აქვს. საკურთხევლის წინ აღმართულია ხის თანამედროვე კანკელი. შესასვლელი დასავლეთიდან არის მოწყობილი, იგი არქიტრავულია. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილია სარკმლები. იატაკი ქვის ფილებით არის მოპირკეთებული. ნაგებობა გადახურულია თუნუქით. ეკლესიის დასავლეთით შეიმჩნევა ნანგრევების კვალი, ხოლო დასავლეთით და აღმოსავლეთით კლდეში არის გამოქვაბულები. შესაძლებელია, აქ იყო აბიბოს ნეკრესელის მონასტერი.
ეკლესია უსტატუსოდაა.
ავრანლოს წმ. გიორგის ეკლესია ციკლოპურთან :
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°39'46"N   43°52'50"E
  •  63 კმ
  •  467 კმ
  •  579 კმ
  •  660 კმ
  •  727 კმ
  •  805 კმ
  •  872 კმ
  •  873 კმ
  •  991 კმ
  •  1050 კმ
This article was last modified 2 წლის წინ