სარეწკელას გამოქვაბული (ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია ??? )
Georgia /
Raga-Lechkumi and Kverno Svaneti /
Tsageri /
ცაგერის მუნიციპალიტეტი
World
/ Georgia
/ Raga-Lechkumi and Kverno Svaneti
/ Tsageri
გამოქვაბული, საინტერესო ადგილები
სარეწკელას გამოქვაბული სარეწკელა ცხენიწყლის ვიწრო კლდეკარია. მისი ტერიტორია ზუბს, ლარჩვალსა და აღვს ეკუთვნის. დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც აქ გზატკეცილი გაიყვანეს. ამ ხევში ერთადერთი გამოქვაბულია. მასში ახლაც ვერავინ შედის. სიმაღლე და სიღრმე ოთხ-ოთხი მეტრი ექნება. შუაში ვიღაცას, განზე ოთხმეტრიანი გათლილი ურთხელა გაუდგამს. წინათ სარეწკელაში გავლა საშიში იყო. მგზავრი კლდებილიკზე ცხენს აღვირით წინ მიუძღოდა. ფრთხილად მიდიოდა, თუ ცხენი უფსკრულში გადავარდებოდა, თვითონაც არ გადაჰყოლოდა და არ დაღუპულიყო. სარეწკელას ორპირი კლდის გატეხასა და გზის გაყვანას ასი წინათ მეთაურობდა ერთი გზის ოსტატი მოსე ბერეკაშვილი. ეს გზა მეტად ცაგერის, ზუბისა და ოყურეშის საზოგადოებას ესაჭიროებოდა. ბერიკაშვილის რჩევა სოფლებმა მოიწონეს და ყოველდღიურად ოთხას-ხუთას გზავნიდნენ სამუშაოზე. კლდის შუაგულში დაინახეს გამოქვაბული და ადამიანის ხელით ატანილი ხე. ხალხი ალაპარაკდა: ვინც იქ შევიდა და ის დორე გადვა, ვაჟკაცი ის ყოფილა. ახლა ვინ იქნება ისეთი გმირი, რომ იქ ასვლა გაბედოს და შენახული განძი იპოვოსო?! გამოვიდა ზუბელი გლეხი ჩაკვეტაძე და თქვა: კაცი აღარ ვიქნები, თუ იქ ვერ შევედიო. გაიძრო ჩოხა და ქალამანი, დაიჭირა კაკუჭიანი ჯოხი და გასწია. კლდის ნაპირსა და ბზისბუჩქებს ტანჯვა წვალებით ეკვროდა მაღლა. მალე ქვაბულში ავიდა. შიგ მხოლოდ დამპალი თოკი ნახა, მერე კლდეს უვნებლად ჩამოჰყვა. იესიკას გამბედაობამ ყველა გააკვირვა.(მ. ალავიძე. ლეჩხუმური ზეპირსიტყვაობა. თბ.1951წ)
იხ.კომენტარებში "საირმის" თემაზე: www.facebook.com/412370208810962/photos/a.6061689860977...
იხ.კომენტარებში "საირმის" თემაზე: www.facebook.com/412370208810962/photos/a.6061689860977...
Nearby cities:
კოორდინატები: 42°34'30"N 42°41'45"E
- ცახის მღვიმე 19 კმ
- "პრომეთეს" მღვიმე 23 კმ
- სათაფლიის კარსტული მღვიმეები 29 კმ
- შურუბუმუს მღვიმე და გამომდინარე მდინარე"დეიძახი" 41 კმ
- სხვავის საყინულე 47 კმ
- თამარის კლდე 58 კმ
- თრეხვის სახიზრები 121 კმ
- ვარძია 141 კმ
- კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი "უფლისციხე" 142 კმ
- ახალი ათონის მღვიმე 165 კმ
- მდ. ც ხ ე ნ ი ს წ ყ ა ლ ი 7 კმ
- მდ.ჯანაული 8.9 კმ
- ჯონოულის ხეობა 10 კმ
- ცაგერის მუნიციპალიტეტი 11 კმ
- ასხის პლატო 12 კმ
- რცხმელურის თემი 14 კმ
- შ.მდ.ჩხოროწყუ 18 კმ
- მარტვილის მუნიციპალიტეტი 25 კმ
- ხონის მუნიციპალიტეტი 26 კმ
- ლენტეხის მუნიციპალიტეტი 29 კმ