ღვთისმშობლის ეკლესია (ნანგრევები) (ზემო მაჩხაანი)

Georgia / Kakheti / Tsnori / ზემო მაჩხაანი
 ნანგრევები ( რუინები ), კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მართლმადიდებლური ეკლესია

მცირე ზომის დარბაზული ეკლესია უმთავრესად წვრილ-წვრილი რიყის ქვითაა ნაგები, წიბოები კი ბრტყელი აგურითაა ამოყვანილი. აგურის ორ-ორი ზოლი გასდევს ფასადებსაც ჰორიზონტალური ხაზის გასასწორებლად. განირჩევა მშენებლობის ორი ფენა. თავდაპირველი, რომელიც შერეული წყობითაა ნაგები (opus mixtum) და ამჟამად სწორკუთხადშვერილ აფსიდს წარმოადგენს მცირე ბემითურთ - XI-XII საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს, რომელზეც XIX საუკუნის მეორე ნახევარში მიუდგამთ მცირე დარბაზი წყობის გადაუბმელად. შესასვლელი ეკლესიას მხოლოდ დასავლეთ კედლის ცენტრში აქვს გაჭრილი.
2016 წელს ეკლესიას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია : memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°33'56"N   45°57'48"E
This article was last modified 1 წლის წინ