კუმისის სამების ეკლესია და მონასტერი

Georgia / Kvemo Kartli / Kojori /
 მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია

დარბაზული ეკლესიაა აგურით ნაგები. ამჟამად ძლიერ სახეცვლილია. ტაძარსა და ეზოში დაცულია ფალავანდიშვილთა და ორბელიანთა საფლავები. აშენებულია XVIII ს. განახლებულია 1846 წ. თბილისის გუბერნატორ ნიკოლოზ ფალავანდიშვილის მიერ (ამის შესახებ დასავლეთ კედელში ჩადგმული მარმარილოს ფილაზე შესრულებული წარწერა გვიყვება).
1968 წ. ეკლესია დაწვეს. ახლიდან აღდგა 1996 წ., რომლის დროსაც მნიშვნელოვნად გადაკეთდა: აღდგენის დროს გაიჭრა სამხრეთის და ჩრდილოეთის კარები, სამივე კარს გაუკეთდა აგურის სტოასებრი გადახურვა, სამხრეთის და ჩრდილოეთის კედელში გაკეთდა ოთხკუთხა ნიშები. კამაროვანი გადახურვა შეიცვალა სწორი ჭერით. ტაძარი მოიხატა. ეზოში აშენდა სამონასტრო ნაგებობები და სამრეკლო.
იხ.სურათებით " წმ.სამების ეკლესია ": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°37'20"N   44°46'22"E
  •  28 კმ
  •  531 კმ
  •  636 კმ
  •  734 კმ
  •  768 კმ
  •  810 კმ
  •  908 კმ
  •  918 კმ
  •  1045 კმ
  •  1102 კმ
This article was last modified 3 წლის წინ