კაიშის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (კაიშე თარგზელი) (ფარის თემი)
Russia /
Kabardino-Balkarija /
Elbrus /
ფარის თემი
World
/ Russia
/ Kabardino-Balkarija
/ Elbrus
, 26 კმ ცენტრიდან (Эльбрус)
ეკლესია (43)
Add category

დაახლოებით IX-X საუკუნეებში აგებული ეკლესია ბაზილიკურ ნაგებობას წარმოადგენს და ფარის თემის სოფ. ღეშდერიდან ჩრდილოეთით 2 კილომეტრის დაშორებით მაღალ მთაზე მდებარეობს. მისი ამშენებლები სოფ. ღეშდერის მოსახლეობა იყო.
გადმოცემის თანახმად, ეკლესიის ასაშენებელი ქვები ამ მაღლობზე,ცოცხალი ჯაჭვის დახმარებით აუტანიათ, ხალხი გრძელ რიგად იდგა და ხელიდან ხელში აწვდიდნენ უზარმაზარ ლოდებს, თქმულების თანახმად, პირველი და ბოლო მიმწოდებელნი გარდაცვლილა.
ეკლესიის შიდა ინტერიერი საოცარი ფრესკებითაა მოხატული. ფრესკებში განირჩევა ორი ფენა ადრეული შავ- თეთრი,დაახლოებით IXს და შემდეგ დროინდელი ფერადი ფრესკები XI-ს. საკურთხევლის კონქში სამფიგურიანი ვედრების კომპოზიციაა. კამარის მოხატულობა არ არის შემორჩენილი. სამხრეთის კედელზე ტრადიციული წმინდა მეომრები – წმ. გიორგი და წმ. თევდორე, ჩრდილოეთის კედელზე კი წმ. ევსტათეს ნადირობის სცენაა გამოსახული.
ფარის თემში ყოველწლიურად იმართება კაიშის მთავარანგელოზის დღესასწაული-კაიშობა; ხალხს ღრმად სწამს კაიშის სასწაულმოქმედი ძალა და მას მფარველობას შესთხოვს.
კაიშობის დღესასწაული აღდგომიდან 4 კვირის შემდეგ ორშაბათ დღეს იმართება. უამრავი მომლოცველი მიემართება ეკლესიისაკენ, მიაქვთ სეფის კვერები, მიჰყავთ შესაწირი საკლავი და ხისაგან გამოთლილი შუბი ანუ "ბინი".
საუკუნეების მანძილზე გავრცელებულია ეკლესიისადმი „ბინის“ შეწირვა, რამოდენიმე გვარს აქვს ვალდებულება აღებული კაიშის მთავარანგელოზის წინაშე და უნდა შსწიროს აღნიშნული შუბი. კაიშობის დღესასწაულზე ლოცვის რიტუალს ატარებენ ადგილობრივი უხუცესები, თითოეულ ოჯახს მიაქვს სეფისკვერები და ავედრებენ ოჯახს. ლოცვის დამთავრებ-ისთანავე იმართება სპორტული შეჯიბრებები ჭიდაობას, ხტომასა და ჯირითში, შემდეგ იმართება საერთო პურობა, სადაც შემოწირული საკლავის ხორცით, გულ- ღვიძლითა და სეფისკვერებით უმასპინძლდებიან მომლოცველებს.
საკონტაქტო პირი : ოთარ ჩხვიმიანი 595 97 55 02, 0790 76 45 40
ეკლესია მთავარანგელოზის "კაიშის თარინგზელი"(პატარა შავ-თეთრი სურათით და აღწერის გარეშე):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/9660
პატარა სურათებით "ჩემი სოფელი ფარი" : chemisofelifari.blogspot.com/p/blog-page_56.html
სვანეთის ეკლესიები: kaxasvani.wordpress.com/2016/05/06/%E1%83%A1%E1%83%95%E...

Nearby cities:
კოორდინატები: 43°4'51"N 42°27'39"E
- ხუდიშის სალოცავი 4.1 კმ
- წმ. გიორგის ნაეკლესიარი 4.4 კმ
- წმ. გიორგის ეკლესია"ჯგრაგ მექვლიაშ" 4.5 კმ
- ეკლესია "ჯგურაგ ლამურყვამიშ" 5.5 კმ
- წმ. გიორგის ნაეკლესიარი 5.9 კმ
- ნაკრას თამარ მეფის ეკლესია 6.2 კმ
- ეკლესია 6.4 კმ
- შიხრის წმ. გიორგის ეკლესია ( "შ ხრაიგრაგ") 11 კმ
- ეკლესია ( ??? ) 12 კმ
- წმ.გიორგის ეკლესია 24 კმ
- ნაკრას თემი 5 კმ
- მესტიის მუნიციპალიტეტი 6.4 კმ
- ქვიშის ჩრდილოეთის მყინვარი 11 კმ
- დოლრას მყინვარი 12 კმ
- ლახამულას თემი 13 კმ
- მდ.ნენსკრა 14 კმ
- ჭუბერის თემი 25 კმ
- ნაციონალური ნარკძალი 35 კმ
- ყაბარდო-ბალყარეთი 89 კმ
- ყარაჩაი-ჩერქეზეთი 106 კმ