ხვამლის მთა 2002 მ

Georgia / Raga-Lechkumi and Kverno Svaneti / Tsageri /
 მთა, მთის ქედი, დაფარული (უკონტურო) ობიექტი

ისე მართლა საინტერესო ადგილია და მართლაც ღირს მონახულება .მთის წვერიდან ე.წ "მაიაკიდან" საინტერესო პანორამა იშლება ,ერთ მხარეს ცხენისწყლის ხეობა ჩანს ხელისგულივით მეორე მხარეს რიონის ხეობა , მოწმენდილ ამინდში, მზის ამოსვლამდე შავი ზღვაც შეიძლება დაინახო . ტრიტორია ნახევრად უზარმაზარი კრატერებით არის მოფენილი , სადაც უამრავი მღვიმე და ქვაბულია , მაგრამ ცოტა ძნელი აღმოსაჩენია ისე , გაუვალი წიფლის და ფიჭვის კორომებიც მრავლადაა. ზედ მწვერვალზე ეკლესიის ნანგრევები იყო , ახლა ხელახლა ააშენეს თვითნებურად ტვიშელი ქურდის მუსუსას თაოსნობით . ეკლესია საკმაოდ ძველი ყოფილა (ე. თაყაიშვილი 9-10 საუკუნით ათარიღებს , მასვე უნახავს წარწერა სადაც ქტიტორის იოანე სვანთა ერისთავის სახელი იკითხებოდა) . მწვერვალამდე 4 კილომეტრზე შევაკებულ ადგილზე , რომელსაც ხალხი ხვამლი ასახოვს ეძახის ადრე საკმაოდ ლამაზი პატარა ტბა იყო ,(მერე გზის გაყვანისას დაიწრიტა და დაჭაობდა , გზა კი ხე-ტყის გამოსატანად გაიტანეს ) გვალვიან ამინდში სპეციალური პროცესია ლეჩხუმის ახლო-მახლო სოფლებიდან ამ ტბისკენ მიემართებოდა , სპეციალურ ლოცვებს წარმოთქვამდნენ, მერე ტბაში ხატს დაბანდნენ , ვიღაცის ძაღლს ჩააგდებდენ და სჯეროდათ რომ როგორც კი ხატის და ძაღლის ნაბანი წყალი შავ ზღვას შეერთვებოდა მაშინვე გაწვიმდებოდა .
ტერიტორიულად საკმაოდ ძნელად მისადგომია ,სულ 3 გზა მიდის , უფრო სწორად 4 . პირველი ს. მექვენიდან (ვანისჭალიდან) მეორე ს. ოყურეშიდან , (ამ სოფელში ციხეც არის რომლის ერთ ერთ ფუნქციასაც ამ გზის დაცვა შეადგენდა ალბათ), მესამე ს. ნაყურალეშიდან (ისე საინტერესოა ამ ორი სოფლის ეტიმოლოგია , ოყურეში ყრუაშვილთა იგივე ყურაშვილთა სამკვიდრო სოფელი იყო ,ეს გვარი იმ დროს როცა ლეჩხუმი დადიანებს ეკუთვნოდათ ლეჩხუმის მართველობას ითავსებდნენ დროდადრო, ამ სოფლებთან კავშირი ჰქონდათ ჩიქვანებსაც, რომლებიც მერე დადიანები გახდნენ , ნაყურალეშის ეკლესიაში დაცული იყო პრესკა სადაც 5 ძმა ჩიქოვანი იყო გამოსახული) ამ სოფლიდან ხვამლისკენ მიმავალ გზაზე ,სადაც გზა ყველაზე ვიწროა და ქედს კვეთავს ციხის ნანგრევებია , მოსახლეობა უწვავის ციხეს უწოდებს , ლიტერატურაში უწვაშად მოიხსენიება, ადგილს კიდე ჯვარი ქვია . (იქვე უხსოვარი დროიდან პატარა ჯვარი ასვია და ხალხი ხურდა ფულს ჰყრის , ადრე კიდე თუ ბავშვს ბატონები შეეყრებოდა ხალხს მამლები ამოჰყავდა და უშვებდა ). ციხე მთლიანად დანგრეულია და ზედ ტყეს აქვს გადარებული ,ისე დიდი თლილი ქვით არის ნაშენი რაც მის სიძველეზე მიუთითებს.მეოთხე გზა ს ლახეფიდან მიდის , ეს სოფელი ზედ ხვამლის კალთაზეა გაშენებული , თავზე 200 მეტრის კლდე დაჰყურებს ,იგივ ხვამლის მასივის გაგრძელებაა რაა ზუსტად ისეთი როგორიც თავად ხვამლი ჩანს ქუთაისიდან. კლდეში რამდენიმე გამოქვაბული შეუყარაღებელი თვალით შეინიშნება ,სოფლელები ამ ადგილს ფარეხ ეძახიან , ანუ იგივე პარეხი რაც ქვაბულს ნიშნავდა ძველ ქართულად მაგრამ შიგნით შეღწევა შეუძლებელია ,ჩანს აგრეთვე ვიწრო ბილიკის ზოლები რომლითაც ეს გამოქვაბულები იყო დაკავშირებული , მაგრამ ახლა იქ მხოლოდ თხები დასეირნობენ . მხოლოდ ერთგამოქვაბულში შეიძლება ასვლა , რომელსაც ხალხი ქვაბისკარს ეძახის , ეს არის საკმაოდ დიიდ ოთახი , დაახლოებით 150-200კვ.მ ,სიმაღლე 7-8 მეტრი. რომელსაც ერთი კედელი ქვითკირით აქვს ამოშენებული , შიგნით ოთახიდან 2-3 ხვრელი სადგაც მიემართება მარა ქვა-ღორღითაა ამოვსებული , ერთი ხვრელიც ჭერშია გაჭრილი , საიდანაც ალბათ წვიმის წყალს აგროვებდნენ . ეს კლდე საბოლოოდ რიონთან მთავრდება , ბოლოსკენ ერთი დიდი ნაწილი ჩამოკვეთილივით აქვს და ვიღაცის გიგანტურ თავს მოოაგონებს კაცს, ამ ცამოკვეთილი კლდის ძირს ნიკორძირი ეწოდება , მჭვერვალ შესაბამისად ნიკორწვერი , ხო არ იცის ვინმემ ნიკორი რას ნიშნავს? ნიკორძირში პატარა ლამაზი ჩანჩქერი და საბანაო გუბიაა , იქვე 150 მეტრში ხსენებული ვერძისთავა გამოედინება და იქვეა ის იაზონის მღვიმეც, ხო კიდე ობელისკია მანდვე , 1918 წელს მანდ ბრძოლა გამართულა და მათ მოსგონარად ვინც ამ ბრძოლაში დაიღუპა. მოკლედ კაი ადგილია რა ექსტრიმისა და ტავგადასავამოყვარულთათვის
forum.ge/?f=9&showtopic=34122973&st=30
Nearby cities:
კოორდინატები:   42°30'29"N   42°43'36"E
This article was last modified 7 წლის წინ