აკრა
Ghana /
Greater Accra /
Accra /
World
/ Ghana
/ Greater Accra
/ Accra
მსოფლიო / განა /
ქალაქი, დედაქალაქის სახელმწიფო / პროვინცია / რეგიონი, ქვეყნის დედაქალაქი
აკრა (ინგლ. Accra) — განის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. 2007 წლის ცენზის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 2 096 653 კაცი. ქალაქის გარშემო არსებული აგლომერაცია და უშუალოდ დედაქალაქი, წარმოადგენს დიდ აკრას. ქალაქი აკრა აგრეთვე არის ამავე სახელწოდების რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. აკრის რეგიონში დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც ამ მხარეს განაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილად აქცევს.
ქალაქი აკრა წარმოადგენს, ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს. ეს დასახლება აგრეთვე არის ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო ცენტრიც, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში არის საერთაშორისო აეროპორტი.
XV საუკუნეში ამ ტერიტორიაზე პორტუგალიელებმა დასახლება დააარსეს, სწორედ ამ ტერიტორიიდან ისინი ეწეოდნენ ვაჭრობას. მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში ამ ადგილებისთვის სამი სახელმწიფო: პორტუგალია, დანია და დიდი ბრიტანეთი ერთმანეთში დაობდა. თავიანთი პოზიციის განმტკიცების მიზნით თითოეულმა მხარემ, ამ ადგილებში ციხესიმაგრეების აგება დაიწყო. 1600 წლიდან აკრა ხდება ამ მხარეში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი. 1850 წლიდან დასახლება ინგლისური კოლონია ოქროს ნაპირის ადმინისტრაციული ცენტრია. აკრა თანდათანობით მნიშვნელოვნდა გაფართოვდა. 1862 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ქალაქი მნიშვნელოვნად დააზიანა.განის დამოუკლიდებლობის შემდეგ, აკრაში მრავალი თანამედროვე შენობა აიგო.
აკრა გაშენებულია გვინეის ყურის სანაპირო ზოლში. ქალაქში კლიმატი ეკვატორულია, აქ ყოველწლიური ნალექების რაოდენობა 1000 მმ-ს შეადგენს. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს მდინარე ვოლტა.

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/აკრა
Nearby cities:
კოორდინატები: 5°35'28"N -0°10'23"E
Array