შორეთის სამონასტრო კომპლექსი
Georgia /
Samtskhe-Javakheti /
Aspindza /
World
/ Georgia
/ Samtskhe-Javakheti
/ Aspindza
მსოფლიო / საქართველო / სამცხე-ჯავახეთის მხარე
მართლმადიდებლური ეკლესია
Add category
შორეთის სამონასტრო კომპლექსი სამხრეთ საქართველოში, ოთხი ისტორიული პროვინციის - სამცხის, ჯავახეთის, თორისა და თრიალეთის საზღვარზე, ასპინძისხევში მდებარეობს, დაბა ასპინძიდან 11 კილომეტრში. მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა ასპინძისხევს, სამცხე-ჯავახეთის ბუნებრივ საზღვარს. მდინარე სანისლოს (ოთისწყლის) მარცხენა სანაპიროს ციცაბო, კლდოვანი მთები წარმოადგენენ, თრიალეთში ბილიკები შავი კლდის მიმართულებით გადის, კლდეკარს (კლდეში გაჭრილ საურმე გზას) ციხისჯვრისაკენ (თორი) მივყავართ, გზა აქ კოდიანზე (შარვაშეთის ქედზე) გადადის.
მდინარის სათავესთან, სამი მხრიდან მაღალი მთებით, ნაკადულებით, ნაძვნარითა და ფოთლოვანი ტყით გარშემორტყმულ მდელოზე დგას შორეთის სამონასტრო კომპლექსი, მოჩუქურთმებული თლილი ქვის პერანგით, იშვიათი დეკორით, მოზაიკით შემკული, არქიტექტურულად თავისთავად საინტერესო ძეგლი. ჩრდილოეთიდან მაღალი, მიუდგომელი ციხე-კოშკითა და სამლოცველოთი დაგვირგვინებული ფრიალო კლდე გადმოჰყურებს.
ასპინძისხევი ციხესიმაგრეთა მძლავრი სისტემით იყო დაცული; თორის მხრიდან ვარაზის ციხით, ჯავახეთის მხრიდან შორეთისა და ზემო ინთორის ციხეებით, ფეოდალურ რეზიდენციას ოთის ციხე წარმოადგენდა და სამცხიდან შემოსასვლელს იცავდა. საფორტიფიკაციო ნაგებობების ნაშთი შეინიშნება აგარასთან. თორს საკუთრივ ციხისჯვრის ციხე იცავდა, სამცხეს ჩიტიკიბეების მიუდგომელი ციხესიმაგრე, ასპინძას - ასპინძისციხე, ჯავახეთს - კოხტასციხე.
ოთის ციხე
ციხესიმაგრეთა მთელი ეს სისტემა უშუალოდ და სათვალთვალო კოშკების მეშვეობით უკავშირდებოდა ერთმანეთს. ეს უპირველესად გათვლილი იყო გარეშე მტრის მოსაგერიებლად.
ხევი განსაკუთრებულად მდიდარია ეკლესია-მონასტრებით: აგარის ეკლესია (ყიზილ-დერესა), ღართის, სანისლოს, ოთის მარიამ წმიდის, ჭაბიეთის, ქვემო ინთორის ეკლესიები, ბეთლემისა და შორეთის მონასტრები.
ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
www.about.ge/ka/pois/?poid=8506
იხ.სურათით "შორეთის მონასტერი":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
იხ.ვიდეო: დამალა - "ბუზის საკლავი" - შორეთის მონასტერი - დამალა
www.youtube.com/watch?v=v6eI0vNjVIs
ვიდეო: "აღდგენითი სამუშაოები შორეთის მონასტერში":
www.youtube.com/watch?v=TGDS5rJq5l4
"გზა შორეთის ეკლესიისკენ 12.05.2015":
www.youtube.com/watch?v=7IUzcaOvdy4

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/შორეთის_სამონასტრო_კომპლექსი
Nearby cities:
კოორდინატები: 41°36'55"N 43°20'3"E
- ნასოფლარი ალანთა 16 კმ
- აგარის სამონასტრო კომპლექსი 26 კმ
- ვანის ქვაბები 26 კმ
- ტიმოთესუბნის მონასტერი 27 კმ
- მთა რკინის ჯვარი , 2439 მ 36 კმ
- ჯაყისმანის მამათა მონასტერი 44 კმ
- ეკლესია (ადგილი დასაზუსტებელია) 47 კმ
- ბუზმარეთის აღდგენილი ძველი ეკლესია საზღვრის შიგნით( მამათა მონასტერი) 47 კმ
- ჭულეს სამონასტრო კომპლექსი ( წმ.გიორგის ეკლესია და მამათა მონასტერი) 54 კმ
- გოთიეთის მამათა მონასტერი 62 კმ
- მდ.ოთა 1.3 კმ
- ველის ქედი 2.4 კმ
- ოშორის ქედი 4.5 კმ
- მდ.ოშორა 4.5 კმ
- თეთრობის აღკვეთილი 5.8 კმ
- ასპინძის მუნიციპალიტეტი 17 კმ
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 22 კმ
- ბორჯომის მუნიციპალიტეტი 23 კმ
- ახალციხის მუნიციპალიტეტი 25 კმ
- ჯავახეთი 30 კმ