გორაბერეჟოული

Georgia / Guria / Kveda Nasakirali / ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 სოფელი  Add category
 Upload a photo

გორაბერეჟოული — სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 140 მ, ჩოხატაურიდან 3 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 24 კმ. სოფელი იყოფა ორ ნაწილად: გორა (მაღლობი) და ბერეჟოული (დაბლობი). სოფელში ყველაზე გავრცელებული გვარია ცინცაძე. სოფელში დგას წმინდა იუსტინეს სახელობის ეკლესია, საჯარო სკოლა.
არქეოლოგიური მასალებით ირკვევა, რომ ადამიანს აქ ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში უცხოვრია. 1963 წელს აღმოჩნდა ამ პერიოდით დათარიღებული კერამიკის ნაშთები ერისთავების ყოფილი ბაღის ტერიტორიაზე.

სოფელი წარმოადგენდა ე.წ. საერისთაოს ცენტრს, საერისთაო, ანუ ერისთავების ფეოდალური საგვარეულოს ტერიტორია ვრცელდებოდა მდინარე გუბაზოულიდან საწაბლიოს სერამდე. გორაბერეჟოულში იყო ერისთავების რეზიდენცია.
გორაბერეჟოულში დაიწყო პირველი ქართული ჩაის წარმოება. აქ 1840-იან წლებში მიხეილ ერისთავის მამულში გადარგეს ჩაის ნერგები ოზურგეთიდან, მამია V გურიელის ბაღიდან. ერისთავმა საქართველოში პირველმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი 1864 წელს და პროდუქცია გაიტანა თბილისსა და სანქტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე.ერისთავის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მეურნეობას სათავეში მისი ვაჟი ანდრია ერისთავი ჩაუდგა.
1908 წლისთვის გორა და ბერეჟოული ცალ-ცალკე სოფლებად იყო აღწერილი. ორივე სოფელი ჯვარცხმის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული.

საბჭოთა პერიოდში ერისთავების მამულის ტერიტორიაზე გაშენდა გორაბერეჟოულის ტყე-პარკი და აიგო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. განვითარებული იყო მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა. ჩაისუბნის სასოფლო საბჭოდან გამოიყო დამოუკიდებლობის შემდეგ
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 628 ადამიანი.
სოფელში დაიბადა ექიმი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ერისთავი. ასევე საბჭოთა კავშირის გმირი ჭიჭიკო ბენდელიანი. გორაბერეჟოულში განთავსებულია ბენდელიანის მემორიალური მუზეუმი. სოფელში მოღვაწეობდნენ მიხეილ და ანდრია ერისთავები.
სოფელში შემორჩენილია XVII საუკუნის მიწურულის ციხე-გალავანი. გალავანი რიყის ქვითაა ნაგები, კედლების სიმაღლე 4 მეტრია, ჯამური სიგრძე 25 მეტრი. კედლებში დატანილია სათოფურები გალავანში შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან იყო მოწყობილი. გალავნის ალაყაფთან, მარჯვნივ, მოწყობილი იყო მარანი. გალავნის შიგნით, ეზოს ბოლოში დგას ერისთავების სახლი, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება. სახლის საძირკვლები თლილი ქვით არის გამოყვანილი, ხოლო კედლები ნაშენია რიყის ქვით. სასტუმრო ოთახში ბუხარია ამოშენებული. მეორე სართულის ფასადზე მიდგმულ ვრცელ ხის აივანს გვიანდელ შეკეთებათა გამო მხატვრული ღირებულება აღარ გააჩნია. იგივე მდგომარეობაშია სახლზე უკანა მხარეს მიდგმული მომცრო აივანიც. სახლი კარგ მდგომარეობაშია შემონახული. სახლის ირგვლივ ერთი ჰექტარის ფართობზე გაშენებულია დენდროლოგიური პარკი, სადაც წარმოდგენილია იშვიათი ჯიშის მცენარეები: ფანქრის ხე, კანფეტის ხე, გიგანტური სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე, გინკო და სხვ.

სოფელში შემორჩენილია XIX საუკუნის ეკლესია.
Nearby cities:
კოორდინატები:   42°0'18"N   42°11'50"E
This article was last modified 5 წლის წინ