წყაროსთავის წმინდა გიორგის ეკლესია

Georgia / Kakheti / Telavi /
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

წყაროსთავის წმინდა გიორგის ეკლესია – მდებარეობს სოფელ ლალისყურის ჩრდილოეთით, თელავი-ომალოს საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, მდინარე სტორის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ გორაზე.
სავრაუდოდ თარიღდება XV საუკუნით. ადგილობრივთა გადმოცემით ეკლესიის სახელწოდება დაკავშირებულია მის მახლობლად მვებარე წყაროსთან, საიდანაც წყალი თიხის მილებით მთის ძირას მდებარე ციხესიმაგრეში მიედინებოდა.
შენობის გეგმის გარეგან სწორკუთხედში (სიგ. - 10 მ, სიგ. - 9,2 მ) ჩაწერილია მცირე ზომის, დარბაზული ეკლესია და მასთან ფუნქციურად დაკავშირებული, თანადროული, ოდნავ ვიწრო, დაბალი მინაშენი, რ-იც მას სამხრ. მხრიდან ეკვრის. მოგვიანებით, საკუთრივ ეკლესიისთვის, დას-იდან სამრეკლოს ორსართულიანი კორპუსი მიუდგამთ. მინაშენის დას. კედელზე კი, მიუშენებიათ ქვითკირის, მასიური კიბე (მოიხსნა 2005-06 წწ-ში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იკლესიის შეკეთების დროს), რ-იც სამრეკლოს ფანჩატურზე ასასვლელად იყო გათვალიწინებული. სამხრ. მინაშენი განცალკევებული ორი სათვსისგან შედგება, რ-ებიც ერთმანეთისგან სქელი კედლით არის გამიჯნული. მათ შორი აღმ-ით მდებარე, სავარაუდოდ, ეკლესიის სადიაკვნისთვის იყო განკუთვნილი, დას-ით მდებარე კი ეგვტერია, რ-იც კარიბჭის ფუნქციას ასრულებს. ეკლ. ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კუთხეებში და მნიშვნელოვანი არქიტ. დეტალების გამოსაყვანად გამოყენებულია შირიმის, ნათალი ქვა. კედლები შიგნიდან შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრ-იდან (ეგვტერიდან) და დას-იდან - სამრეკლოს პირველი სართულიდან. შესასვლელები ვიწროა, ორივე შირიმის ნათალი ქვითაა გამოყვანილი და შირიმისავე კოჭით თარაზულადაა გადახურული. გარედან ორივე კარი ნახევარწრიული ტიმპანითაა დასრულებული და სამი, გლუვი ლილვისგან შედგენილი საპირე ევლება, შიგნიდან კი ნახევარწრიულთაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული. აღმ-ით ღრმა, ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის იატაკი დარბაზის იატაკის მიმართ ორი საფეხურითაა შემაღლებული, აფსიდის მხრების ხაზიდან ოდნავ წინწამოწეულია და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს. აფსიდის ცენტრში საშ. ზომის, გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული, თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს კი - თითო, მცირე, სწორკუთხა ნიშა. თითო, მსგავსი სარკმელი ჩრდ. და დას. კედლებშიცაა. ეს უკანასკნელი სამრეკლოს ფანჩატურის სივრცეში გადის. აფსიდში თანაბარი სიმაღლის, ორი ტრაპეზი დგას: ოთხწახნაგა და რვაწახნაგა. მათ შორის პირველი - სარკმლის წინაა, კედლიდან 0,5 მ-ის დაშორებით, ხოლო მეორე, რომელიც, როგორც ჩანს, სამკვეთლოდ გამოიყენებოდა - ჩრდ. ნიშის წინაა. დარბაზის გრძივი კედლები და ოდნავ შეისრული კამარა მარტივი, ერთსაფეხურიანი პილასტრების წყვილით და მათზე დაყრდნობილი შეისრული, საბჯენი თაღით ორ, თანაბარ ნაწილად იყოფა. კედლებს, მთელ სიგრძეზე, საფეხური გასდევს. დარბაზის სამხრ. კედლის აღმ. ბოლოში ვიწრო ღიობია, რ-იც მინაშენის აღმ. ნაწილში მდებარე, გეგმით სწორკუთხა სათავსში გადის. ღიობი თარაზულადაა გადახურული და ეკლესიის მხრიდან ნახევარწრიული ტიმპანითაა დასრულებული. სათავსი აღმ-იდან ერთი, სწორკუთხა სარკმლითაა განათებული. გადახურულია კამარით. კამარის ჩრდ. გვერდში, აღმ. კიდესთან, ვიწრო, სწორკუთხა ხვრელია, რ-იც ეკლესიის კონქის თავზე არსებულ სივრცეში ადის. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეგვტერს შესასვლელი სამხრ-იდან აქვს. იგი ეკლესიის დანარჩენ შესასვლელებზე თითქმის ორჯერ განიერია. კარი აგურით ნაწყობი, ოდნავ შეისრული თაღითაა გადახურული. მოგვიანებით, ღიობი გარედან დაუვიწროებიათ და ხის ძელებით გადაუხურავთ. ეგვტერი აღმ-ით დასრულიებულია აფსიდით, რ-იც სადგომების გამმიჯნავ კედელშია გამოყვანილი. ამის გამო იგი მცირე სიღრმისაა, უსარკმელო, ფორმით კი - ნახევარწრეზე ოდნავ ნაკლები. აფსიდი სამხრ-ით უშუალოდ ერწყმის გრძივ კედელს, ჩრდ. კედლიდან კი მას მხარი გამოყოფს. შესაბამისად, აფსიდის თაღის გარკვეული (ჩრდ.) ნაწილი გამოყოფილია ეგვტერის გადამხურავი კამარიდან, ნაწილი კი მის ზედაპირშია ჩართული. თაღის წვერი აგურითაა გამოყვანილი. აფსიდში ქვით ნაგები, კედელზე მიყრდნობილი, სწორკუთხა ტრაპეზია. იატაკი აგურისაა. ეკლ. და ეგვტერი მთლიანად იყო მოხატული (თარიღდება მე-16 ს-ით). მხატვრობა შესაძლოა იყო სადიაკვნეშიც, მაგრამ ამჟამად აქ არაფერია შემორჩენილი. მძიმე მდგომარეობაშია შემორჩენილი მხატვრობაც. ეგვტერის ჩრდ. კედელზე დარჩენილია ვრცელი ასომთავრული წარწერა (დაზიანებულია). ეკესიისა და ეგვტერის მხატვრობა ე.წ. "ხალხურ" მოხატულობათა ჯგუფს ეკუთვნის. ეკლესიის ფასადები სადაა. კედლის ზედაპირი ბათქაშითაა გასწორებული და შეთეთრებული. ამჟამად შეთეთრება მხოლოდ აღმ. ფასადს შემორჩა. ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის ზემოთ, ოთხკუთხა ქვაზე, ფონის შეღრმავებით, გლუვზედაპირიანი ჯვარია გამოყვანილი. ეკლესიის კედლები დასრულებულია შირიმის ლავგარდანით, რ-ის პროფილს შეადგენს თარო, შეღრმავებული ზედაპირი და ლილვი. ეკლ. გადახურული იყო ფიქალით (შემორჩენილია ფრაგმენტები), რ-იც ამჟამად მოქცეულია კრამიტის საბურველის ქვეშ. ეკლესიას ჩრდ. მხრიდან, კედლის დას. ნაწილზე, მიდგმული აქვს ნატეხი ქვით ნაშენი, დაახლ. 1 მ სიგანის ბაქანი, რ-ის აღმ. ბოლოში კიბის სამი საფეხურია გამოყვანილი. კიბიდან დას-ით ბაქანი თანდათან მაღლდება. ეკლესიის ჩრდ.-დას. კუთხესთან იგი სწორი კუთხით უხვევს და სამრეკლოს ჩრდ. კედელს ებჯინება. ამ მხარეს ბაქანი თარაზულია და სამოციოდე სმ-ით უფრო განიერი. სავარაუდოდ, აქედან, ხის მისადგმელი კიბით სამრეკლოს ფანჩატურს უკავშირდებოდნენ. სამრეკლო ეკლესიაზე ოდნავ გვიანდელია. განეკუთვნება მე-16 ს-ს. პირველი სართული გეგმით კვადრატს უახლოვდება (5,0 მ - 4,6 მ). იგი სამხრ-ით და დას-ით ფართო, შეისრული თაღით იყო გახსნილი. მოგვიანებით ისინი ამოუშენებიათ. მათ შორის სამხრეთისაში ვიწრო გასასვლელი იყო დატანებული, დას-ისაში კი - ბუხარი (2005-06 წწ-ში, ეკლესიის შეკეთების დროს, თაღებში ჩაშენებული კედლები მოშალეს). ერთი თაღი აღმ-ითაცაა. მასში ეკლესიის დას. შესასვლელი გამოდის. ჩრდ-ით სართულის კედელი ყრუა. ამ მხარეს თაღის ნაცვლად, მოწყობილიაიგივე ზომისა და ფორმის ნიშა. თაღები კვადრ. აგურითაა (20,5-20,5-4,5 სმ) ნაწყობი, წირთხლები კი - ნატეხი ქვით. ნატეხი ქვითაა ნაწყობი სართულის გუმბათოვანი კამარაც, რ-ის წრიულ საფუძველზე გადასვლა ხორციელდება ოთხივე კუთხეში მოწყობილი, აგურის შეისრულთაღიანი ტრომპითა და მათ გვერდებზე მდებარე, სამკუთხა ელემენტებით, რ-ებიც ტრომპებით შექმნილი რვაკუთხედის ყოველ კუთხეში, სამ-სამი, კუთხით შვერილი აგურითაა გამოყვანილი. პირველი სართულის დამასრულებელ კვადრ. ბაქანზე აღმართულია აგურით ნაგები, რვაწახნაგა ფანჩატური, რ-ის თითოეულ წახნაგში თითო, ნახევარწრიულთაღოვანი ღიობია გაჭრილი. აღმ. ღერძული წახნაგის ღიობში ეკლესიის სარკმელი გამოდის. სარკმლის ზემოთ, წყობაში ჩასმულ, შირიმის ქვაზე, ფონის ჩაღრმავებით, ბოლოებწაწვეტებული, ტოლმკლავა ჯვარია გამოყვანილი. ფანჩატურის წიბოები და ღიობების წირთხლები შირიმითა და ნატეხი ქვითაა ნაწყობი. ღიობის გადამხურავი თაღები კი - აგურით. შიგნიდან ფანჩატური გადახურულია ნახევარსფეროს ფორმის, სხმული კამარით. სამრეკლო ორივე მხრიდან შელესილი (ჩამოცვენილია) და შეთეთრებულია. გარედან, ფანჩატურის თითოეული ღიობის თაღოვანი ნაწილი, აღმ. ღერძული ღიობის გარდა, კედლის მცირედ შეღრმავებულ, სწორკუთხა არეშია ჩასმული. კედლები დასრულებულია ლეკალური აგურით ნაწყობი, მაღალი ლავგარდანით. სამრეკლო გადახურულია აგურითვე ნაწყობი, პირამიდული სახურავით. მოგვიანებით იგი თუნუქით შეუმოსავთ. 2005-06 წწ-ში ჩატარებული რემონტის დროს ძვ. საბურველი ახლით შეცვალეს.
იხ.: სურათით "ეკლესია "წყაროსთავის წმ. გიორგი":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°5'23"N   45°25'47"E
  •  192 კმ
  •  1069 კმ
  •  1247 კმ
  •  1313 კმ
  •  1315 კმ
  •  1389 კმ
  •  1559 კმ
  •  1619 კმ
  •  1862 კმ
  •  1868 კმ
This article was last modified 3 წლის წინ