ერედვის წმინდა გიორგის ეკლესია (ერედვი) | ეკლესია (43), ისტორიული ადგილები, არქიტექტურული მემკვიდრეობა, ისტორიული ღირშესანიშნაობა, ისტორიული ნაგებობა, 10th century construction (en), object of cultural heritage of local importance (Russia) (en)

Georgia / Shida Kartli / Java / ერედვი
 ეკლესია (43), ისტორიული ადგილები, არქიტექტურული მემკვიდრეობა, ისტორიული ღირშესანიშნაობა, ისტორიული ნაგებობა, 10th century construction (en), object of cultural heritage of local importance (Russia) (en)

ერედვის ბაზილიკა (X ს.) – წმ. გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ ერედვში (გორის მუნიციპალიტეტი), ქ. ცხინვალიდან ჩრდილო–დასავლეთით, 7 კილომეტრში. ერედვის ბაზილიკა X საუკუნის პირველი თარიღიანი ძეგლია, რომლის ხუროთმოძღვარიც იყო თეოდორე თაფლაისძე.
ერედვის სამნავიანი ბაზილიკა მიეკუთვნება ნაგებობათა იმ ტიპს, რომელიც შეიქმნა ადრეფეოდალურ ხანაში და დამახასიათებელია მხოლოდ ქართული ხუროთმოძღვრებისათვის. ამ ტიპის ბაზილიკები ჩვენი ქვეყნის გარეთ არ გვხვდება. ტაძარმა ჩვენამდე თავდაპირველი სახით მოაღწია. მართალია, ტაძარს ეტყობა ადრინდელი რესტავრაციის კვალი, მაგრამ ამას ეკლესიისათვის გარეგნული იერსახე არ შეუცვლია .
ეკლესიის სამხრეთის ფასადის მრგვალ სვეტზე მოთავსებულია თარიღიანი სამშენებლო წარწერა, რომლის მიხედვით, 906 წელს, ქართლში ივანე ტბელის უფლობის დროს ("ქართლსა შინა უფლობასა ტბელისა ივანესა"), ნიქოზელი ეპისკოპოსის სტეფანეს “განზრახვით, და მოყვასთა შეწევნით”, ხუროთმოძღვარ თეოდორე თაფლაისძეს საფუძველი ჩაუყრია ("დავდე სარძირკველი") ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის. იქვე იხსენიება აფხაზეთის მეფე კონსტანტინე III (893–922 წწ.). მსგავსი ეკლესიების შენებას 10-15 წელი სჭირდებოდა და სავარაუდოდ, ხუროთმოძღვარი თეოდორე თაფლაისძე ამ ტაძრის აგებას დაახლოებით, 915 წელს დაასრულებდა.
ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიის მთავარი ნაწილი უგუმბათო ნავია, რომელსაც შესასვლელი კარები სამხრეთიდან აქვს. ჩუქურთმები კი თავმოყრილია ტაძრის კართან და სარკმლებთან. სამკაულებიც ეკლესიას ბევრი არა აქვს. ჩუქურთმების სახეებიც მარტივია.
Nearby cities:
კოორდინატები:   42°14'54"N   44°2'18"E
  •  65 კმ
  •  444 კმ
  •  545 კმ
  •  674 კმ
  •  677 კმ
  •  739 კმ
  •  818 კმ
  •  826 კმ
  •  952 კმ
  •  1009 კმ
This article was last modified 11 წლის წინ