ღები

Georgia / Raga-Lechkumi and Kverno Svaneti / Oni /
 სოფელი  Add category

ღები — სოფელი ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1350 მ. ონიდან 35 კმ. სოფელში მოიპოვება ანტიმონიუმი.
სოფელ ღების (ღები—სვანურ. „ღებ“—ნიშნავს ჩაღრმავებულ ადგილს) დაარსებას ხალხური თქმულება მიაწერს ლეჩხუმიდან გამოქცეულ ვიღაც მღებავს, რომელსაც თურმე იქ კაცი შემოკვდომია და მთის რაჭაში გახიზნულა. მას აქეთ ხელი მიუყვია თავისი ხელობა-მღებრობისათვის და ამ სოფელსაც ღები დარქმევია.
შემდეგ ღები სხვადასხვა მხრიდან გადმოსახლებული გვარებით მოშენებულა. პირველად აქ უნდა გადმოსახლებულიყო ჩვეშოდან ლობჯანიძეების წინაპარი ხოშიტა ლობჯანიძე, რომელიც დაბინავებულა რიონის მარჯვენა მხარეზე და თავისი კოშკიც აუშენებია.
გადმოცემის თანახმად თავისუფალი ღებელები ვერ შეურიგდნენ ბატონყმურ წყობას და გადაწყვიტეს ბატონთა განადგურება. ღებელთა შეთქმულებას მეთაურობდა ზვიადა ლობჯანიძე. ხალხმა მოისყიდა არიშიძეთა მოურავი, გაგნიძე , რომლის დახმარებითაც ნადირობიდან დაბრუნებული ორი ძმა არიშიძე მოკლეს. გადმოცემის თანახმად, მესამე ძმას ცხენით რიონზე გასვლა განუზრახავს. მას ქალი დასდევნებია და წყალში გაყვანა უთხოვია.ქალს დოდუკი რქმევია. არიშიძეს შემოუსვამს დოდუკი, მაგრამ ქალს ბატონი შუა წყალში ცხენიდან გადმოუთრევია და ორივე დაღუპულან. დოდუკის ანდერძად ჰქონია დაბარებული, არიშიძის მოკვლის შემდეგ ერთი ტაბლა (კვერი) გამოეცხოთ მისთვის. ღებელები ამ ანდერძს დღემდე ასრულებენ _ ჭირისუფალი საკურთხის დამზადებისას ორ ტაბლას დოდუკის მოსახსენიებლადაც აცხობს.

ღები საისტორიო წყაროებში მოიხსენიება 1503 წლიდან.

ვახუშტი ბაგრატიონი ღების შესახებ წერს
„...ღები, ...დაბა მოზღუდვილი და კოშკოვანი გოდლოვანი... ხოლო ჭიდროთას ზეით ეს ადგილნი, რომელნი დავსწერეთ, არიან ვითარცა სხუა მთის ადგილნი, მოსავლით, ნაყოფით, პირუტყჳთ, მაგარი, ვიწრო და შეუალი მტერთაგან. სარწმუნოებით ქრიესტეანნი, ქართველთა თანა, არამედ უმეცარნი ამისაცა. “
სოფ. ღები - ვაციწვერას უღელტეხილი - სოფ. ზესხო:
www.google.com/maps/d/viewer?mid=1n2sp-gOL_gWYIh2z0bQX5...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°46'2"N   43°30'9"E

Comments

  • msoflioshi ulamazesi kutxe da sakvareli xalxi
This article was last modified 1 წლის წინ