ახკერპი

Armenia / Lori / Alaverdi /
 სოფელი  Add category

ახკერპი— სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის მარნეულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ახქერფზე (მდინარე ბოლნისისწყლის შენაკადი). ზღვის დონიდან 1019 მეტრზე, მარნეულიდან დაშორებულია 60 კილომეტრით.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 610 მოსახლე( ჩამოსახლებული სომხები).
სოფელში და მიმდებარე ტერიტორიაზე აღრიცხულია რიგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები:
წმ.სერაფიმ საროველის ხის ეკლესია და მონასტერი
წმ.გიორგის სახელობის ცალეკვდერიანი ეკლესია(ნანგრევები)
ეკლესია (რესტავრირებულია)
"ღონდაღსაზ" ეკლესიის ნანგრევი : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/11310 (დაუზუსტებელი კოორდინატებით და შავ-თეთრი სურათით)
სოფელში მდ.არქეფზე გადებულია მოქმედი"თეთრი ხიდი".
ამას გარდა ს.ულიანოვის მიდამოებშია ბრტყელაბსიდიანი ეკლესიის ნანგრევები და მთაში კი დარბაზული ეკლესი,რომლებიც აღწერით მიკუთვნებულია ახკერპს (???).
სოფლის დასავლეთის სერჟიკის წყაროს გავლით შესაძლებელია მისვლა პანორამული ხედის არეალთან,საიდანაც შესაძლებელია უძველესი ქართული ძეგლის - ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსის (გუმბათოვანი ეკლესიის, რომელიც XIII საუკუნით თარიღდება. აქვეა ადრინდელი, შუა საუკუნეების სატრაპეზო, გალავანი და სხვა ნაგებობანი.) დანახვა,რომელიც საზღვრების არასწორად დადგენის გამო ამჟამად მოხვედრილია სომხების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°13'4"N   44°34'28"E
This article was last modified 2 წლის წინ