თამარისი ( ყოფ. ტრაუბენბერგი)

Georgia / Kvemo Kartli / Tamarisi /
 სოფელი  Add category
 Upload a photo

თამარისი (1944 წლამდე ტრაუბენბერგი) — სოფელი საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მარნეულის ვაკეზე, მდინარე ხრამის მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ალავარი, ახალი დიოკნისი). ზღვის დონიდან 320 მეტრზე, მარნეულიდან დაშორებულია 12 კილომეტრით.

სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნია გვიანდელი ენეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის სამარხი-აკლდამა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1399 ადამიანი (უმეტესობა ქართველი).
სოფლის სასაფლაოსთან დგას 2003 წელს აშენებული წმ.გიორგის სახელობის ეკლესია,მეორე სასაფლაოსთან (დასავლეთით)- ახლად აშენებული წმ.თამარ მეფის სახელობის ეკლესია . ასევე ახლად აშენებულია სოფლის სამხრეთ -აღმოსავლეთით წმ.გიორგის სახელობის ეკლესია .
Nearby cities:
კოორდინატები:   41°26'12"N   44°44'31"E
This article was last modified 2 წლის წინ