მთა არარატი (დიდი) | ვულკანი, მწვერვალი

Turkey / Agri / Dogubeyazit /
 ვულკანი, მწვერვალი

არარატი (სომხ. Արարատ, სპარს. آرارات, ივრ. אררט‎, თურქ. Ağrı —Ârârât), ვულკანური მასივი მდინარე არაქსის შუაწელში (მარჯვენა ნაპირზე), თურქეთში, სომხეთის საზღვრის მახლობლად. შედგება ორი ჩამქრალი ვულკანური კონუსისაგან: დიდი არარატისა (სომხური სახელწოდება მასისი, თურქული - ბუიუქ-აღრი-დაღი), სიმაღლე 5165 მ და მცირე არარატისაგან, სიმაღლე 3925 მ. კონუსები გაყოფილია სარდარბულაკის უნაგირით. ორთავე არარატის ძირის გარშემოწერილობაა 130 კმ. აგებულია კაინოზოური ბაზალტებით. დიდი არარატი 4250 მ-ს ზევით დაფარულია მუდმივი თოვლით. აქვს 30-მდე მყონვარი (უდიდესია წმ. იაკობის მყინვარი, სიგრძე 2 კმ). ფერდობები უდაბურია.
Nearby cities:
კოორდინატები:   39°42'22"N   44°17'52"E