Wikimapia is a multilingual open-content collaborative map, where anyone can create place tags and share their knowledge.

კლდის გუმბათი (იერუსალიმი)

Israel / Jerusalem / იერუსალიმი
 ისტორიული ადგილები, მეჩეთი, საინტერესო ადგილები, 7th century constructions (en)

კლდის გუმბათი, იგივე გუმბათი კლდეზე (არაბ. مسجد قبة الصخرة‎‎ — მასჯიდ კუბატ ას-საჰრა; ივრ. ‏ כיפת הסלע‏‎‎‎) — მეჩეთი, წმინდა ტაძარი დაარსებული ძველ ქალაქ იერუსალიმში ტაძრების მთაზე. მდებარეობს მსოფლიოში უძველესი მუსლიმური ტაძრის - ალ-აქსას სიახლოვეს. ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთი პირველი ძეგლია. ტაძარი მდიდარია არაბესკებითა და მოზაიკური ორნამენტებით. მისი მშენებლობა დაიწყო ომაიანების სახალიფოს ხალიფა აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის ბრძანებით 685 წელს და დასრულდა 691 წელს. ტაძრის გუმბათი წარმოადგენს ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთ უძველეს ნიმუშს. ის ითვლებოდა ”იერუსალიმის ყველაზე ცნობილ ნაგებობად”. მისი არქიტექტურა და მოზაიკა უტოლდებოდა ბიზანტიური სასახლეებისა და ეკლესიების სიდიადეს. მისი რვაკუთხოვანი გუმბათი, შესაძლოა, განიცდიდეს ბიზანტიურ გავლენას. კერძოდ, ის ძალიან წააგავს ბიზანტიურ წმ. მარიას ტაძარს, რომელიც აგებული იყო 451-458 წ.წ. და მდებარეობდა იერუსალიმი - ბეთლემის გზაზე. გუმბათი აღიმართა VII საუკუნის ბოლოს, როცა თანამედროვე გაგებით მეჩეთის სახე ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული.
Nearby cities:
კოორდინატები:   31°46'40"N   35°14'7"E