გორის კავშირგაბმულობის სახლი (გორი)

Georgia / Shida Kartli / Gori / გორი / სტალინის გამზირი, 15
 ფოსტა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი

ნაგებობა დგას ქალაქის ცენტრში, სტალინის პროსპექტზე და ორგანულად არის ჩაწერილი ქალაქის ცენტრის არქიტექტურულ ანსამბლში, რომელიც შედგება ადმინისტრაციული შენობის, უნივერმაღის (ყოფილი) და საცხოვრებელი სახლებისაგან. ყოველი ეს ნაგებობა აშენდა 1955-1962 წ.წ. პერიოდში და საერთო ქალაქგეგმარებითი პროექტის შემადგენელი ნაწილია.
კავშირგაბმულობის სახლი სამსართულიანია და მოპირკეთებულია მოყვითალო ფერის ქვიშაქვის კვადრებით. ნაგებობა წაგრძელებულია სამხრეთ-ჩრდილოეთის ღერძზე და მთავარი, აღმოსავლეთის ფასადი გამოდის სტალინის პროსპექტზე. ამ ფასადს აქვს ორი ცენტრალური შესასვლელი სამხრეთ და ჩრდილოეთ კუთხეებში, ისინი შეწყვილებული კარებებისაგან შედგება და ძუნწად ორნამენტირებულ დეკორატიულ თაღში არიან მოქცეულნი. ფასადებზე სამმწკრივად გამოდიან სარკმელები, ზედა რიგის სარკმელები თაღოვანია, ქვედა ორი მწკრივისა - სწორკუთხა. სარკმელების ვერტიკალური მწკრივები დეკორატიულ თაღში არიან მოქცეულები. ანალოგიური სურათია სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე. უკანა, დასავლეთ ფასადი ეზოში გადის და არ არის მოპირკეთბული.
ამჟამად შენობაში მრავალი დაწესებულება ფუნქციონირებს: მათ შორისაა - ფოსტა, „სილქნეტის“ ოფისი, სასწავლებლები, მაღაზიები და სხვ.
შენობას 2020 წლის მარტიდან მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
გორის კავშირგაბმულობის სახლი:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°58'58"N   44°6'41"E
This article was last modified 5 წლის წინ