თრუსოს ხეობა

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Sioni /
 კანიონი / ხეობა, დაფარული (უკონტურო) ობიექტი

თრუსოს ხეობა (მდ. თერგის სათავეები, ისტორიული „ხევის“ (ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასავლეთი ნაწილი). ოსურ-ქართული შერეული მოსახლეობით. ამჯამად ოსური მოსახლეობის მცირედი ნაწილია დარჩენილი ქართველებთან (მოხევეებთან) ერთად, ხოლო დანარჩენი ჩასულია ვლადიკავკაზში სხვადასხვა პრობლემების გამო.
თრუსოს ხეობა (ოსურად "Tirsy-kom") ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა საქართველოში ლამაზი მთებითა და მინერალური წყლებით. ხეობიც ცენტრში მთავარანგელოზის მთაზე აღმართულია მთავარალგელოზის (ოსურად: "Taranjeloz") სახელობის ბაზილიკური ტიპის ეკლესია. თრუსოს დასავლეთით მდებარე უკიდურესი სოფელია რეს(ი), ხოლო აღმოსავლეთით - ნოგ-ყაუ (ქართულად ეს ახალსოფელს ნიშნავს). ზოგიერთი ცნობით, თრუსოს ხეობას ეკუთვნის ასევე მის აღმოსავლეთით მდებარე სოფლები - ალმასიანი, კობი და უხათი, რომლებიც დანარჩენ თრუსოს ხეობის სოფლებთან ერთად ქმნიან კობის თემს (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი).
თრუსოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბაიდარას ხეობა (სოფლები ალმასიანი და კობი) და შესაბამისად - ე.წ. „საქართველოს სამხედრო გზა“, სამხრეთიდან მაღრან-დვალეთი (ოსურად "Urs-Tualgom") და ღუდის ხეობა (გუდაურის თემი), დასავლეთით დვალეთი (ოსურად "Tualgom"), იგივე ნარა-მამისონის ქვაბული, კერძოდ - ზახას ხეობა, ხოლო ჩრდილოეთით - ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკა - ალანია.
იხ.""დვალეთში შემოჭრილი ოსები, როგორც დამპყრობლები, იერარქიული საფეხურის თავში მოექცნენ": www.kvirispalitra.ge/istoriani/47546-qdvalethshi-shemot...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°37'17"N   44°22'3"E
This article was last modified 10თვის წინ