სინაის მთა
Egypt /
South Sinai /
El Tur /
World
/ Egypt
/ South Sinai
/ El Tur
, 49 კმ ცენტრიდან (الطور)
მსოფლიო / საუდის არაბეთი
მთა, holy site / sacred place (en)
სინის მთა (სინას ან სინაის მთა) — მთა სინაის ნახევარკუნძულზე, რომელიც ქართველთა უშორესი სამოღვაწეო ადგილი იყო. ბიბლიის მიხედვით ღმერთი სინაის მთაზე გამოეცხადა მოსეს, რომელსაც ისრაელის ხალხი ეგვიპტიდან აღთქმული მიწებისაკენ მიჰყავდა და ათი მცნება გადასცა.
ქრისტიანები ამ მთაზე მე-3 საუკუნეში დამკვიდრდნენ, ქართველები კი იქ მე-6 საუკუნეში მივიდნენ, თუმცა ქართული კოლონია მოგვიანებით, მე-9 საუკუნეში ჩამოყალიბდა. ქართველებმა სინის მთის მონასტრის ტერიტორიაზე საკუთარი ტაძრები ააგეს და დაუცხრომელ მოღვაწეობას შეუდგნენ. ერთ-ერთი ქართული ტაძრის აგება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სავანეების აღმშენებლობაში. სინის მთაზე ტაძრების მშენებლობას საქართველოსთვის არა მარტო სარწმუნოებრივი, არამედ დიდი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობაც ჰქონდა. სინის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სამშობლოსთან. სინის მონასტერს ჰქონდა მეტოქი თბილისში და მამულები ქართლში.
სინის მონასტერში ქართველ მამებს საკუთარი უმდიდრესი და მრავალფეროვანი წიგნთსაცავი ჰქონდათ თავისი კატალოგით, ანუ წიგნებისა და ხელნაწერების ნუსხით. წიგნთსაცავში საგანგებო ოთახი იყო გამოყოფილი სამკითხველო დარბაზისათვის. იქ მსურველს შეეძლო ესარგებლა წიგნებით, მაგრამ მათი გატანა აკრძალული იყო. სინის მთის ქართული წიგნთსაცავი მხოლოდ ადგილზე შექმნილი და გადაწერილი წიგნებით არ მდიდრდებოდა, მას გამუდმებით ემატებოდა წიგნები პალესტინის ქართული კერებიდან: იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან, გეთსიმანიიდან, გოლგოთიდან, პალავრიდან, საბაწმიდიდან და ა.შ. სინის მთის ქართულ ხელნაწერთა დიდი ნაწილი დღესაც ადგილზეა, ნაწილი კი ინახება თბილისში, პეტერბურგში, პრაღაში, ნიუ-იორკში, პარიზში და სხვა კერძო კოლექციებში.
სინის მთაზე მოღვაწეობდნენ არა მარტო კალიგრაფიისა თუ ხელნაწერთა დამზადების მცოდნე ქართველი მამები, არამედ ისტორიკოს-თეოლოგებიც. უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს იოანე მინჩხს. მოგვიანებით საბაწმიდის ლავრიდან სინის მთაზე გადავიდა და იქ სასულიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო იოანე ზოსიმემ. სინის მთაზე იღვწოდნენ მიქაელ ფანასკერტელი, იოანე კუმურდოელი, იოანე სინელი და სხვა მრავალი.
სინის მთის ქართველ მამებს კავშირი ჰქონდათ არაბულ-ქრისტიანულ სამყაროსთან. იქაურ ხელნაწერებში შემონახულია არაბული დამწერლობის კვალი. როგორც ჩანს, არაბულ სამყაროში მოხვედრილმა ქართველებმა შეისწავლეს არაბული ენა. ჩვენამდე მოღწეულია არაბული ანბანი ქართველთათვის, თითოეული არაბული ასო განმარტებულია, ახსნილია ქართული შესატყვისით.
ქართული კულტურის ამ უდიდესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერის, სინის მთის, ქართველ მამათა მემკვიდრეობა მრავალ მიზეზთა გამო სათანადოდ შესწავლილი არ არის.

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/სინის_მთა
Nearby cities:
კოორდინატები: 28°32'43"N 33°58'36"E
- წმ. ელია წინასწარმეტყველის ეკლესია 0.2 კმ
- წმ.სამების სამლოცველო 0.8 კმ
- მეჩეთი 0.8 კმ
- სამლოცველო 1.1 კმ
- მეჩეთი 1.2 კმ
- ფერისცვალების ბაზილიკა 1.2 კმ
- ეკლესია 1.2 კმ
- სინაის წმინდა ეკატერინეს მონასტერი 1.3 კმ
- აკაბის ყურე 76 კმ