ტობრუკი

Libya / al-Butnan / Tubruq /
 ქალაქი, დედაქალაქის სახელმწიფო / პროვინცია / რეგიონი

საპორტო ქალაქი აღმოსავლეთ ლიბიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ეგვიპტის საზღვართან. წარმოადგენს ელ-ბუტნანის რაიონის დედაქალაქს. მოსახლეობა 120 000 ადამიანი (2011).
თავდაპირველად ტობრუკი ძველ ბერძენთა კოლონია იყო, მოგვიანებით კი რომაელთა ციხესიმაგრე, რომელიც კირენაიკის საზღვარს იცავდა. საუკუნეთა მანძილზე, ტობრუკი ასევე ასრულებდა საგზაო სადგურის როლს სანაპირო ხაზის გასწვრივ მიმდინარე საქარავნო გზისთვის. 1911 წელს ქალაქი იტალიელთა სამხედრო პოსტი გახდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის 22 იანვარს, იგი მოკავშირეთა ძალებმა, კერძოდ ავსტრალიის მე-6 დივიზიონმა აიღო. ომის შემდგომ, 1960-იან წლებში აღდგენილ ტობრუკს შეემატა საპორტო ტერმინალი, რომელიც სერირის ნავთობის საბადოს მილსადენით დაუკავშირდა.
ლიბიის მეფე იდრის I-ს ტობრუკში სასახლე ჰქონდა. ტრადიციულად, ქალაქი სენუსის სამეფო დინასტიის ძლიერი საყრდენი იყო. ამავე დროს, ქალაქი ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც არაბული გაზაფხულის დროს პოლკოვნიკ კადაფის საწინააღმდეგო აჯანყებები დაიწყო. სულ მალე, იგი ლიბიის გარდამავალი საბჭოს მმართველობაში გადავიდა.
Nearby cities:
კოორდინატები:   32°4'34"N   23°56'11"E
  •  158 კმ
  •  380 კმ
Array