Wikimapia is a multilingual open-content collaborative map, where anyone can create place tags and share their knowledge.

სოხუმი

Georgia / Abkhasia / Sukhumi /
 ქალაქი, first-level administrative division (en), ქვეყნის დედაქალაქი

სოხუმი — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და სოხუმის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1848 წელს. მოსახლეობა 120 ათასი (1991 წ.). სოხუმი კონფლიქტამდე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო, სატრანსპორტო (საზღვაო პორტი, რკინიგზის სადგური, აეროპორტი), კულტურული და საკურორტო-ტურისტული ცენტრი იყო.

1992-1993 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ქალაქმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა. 1993 სექტემბერს, რუსულმა ჯარმა, ადგილობრივ სომეხ და ჩრდილო-კავკასიელ მოხალისეებთან ერთად, შტურმით აიღო სოხუმი.

სოხუმი გაშენებულია უმთავრესად მდინარეების გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორის მოქცეულ დაბლობ-ვაკეზე, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი — მდინარეებს ბესლეთსა და კელასურს შორის მდებარე ვიწრო სანაპირო დაბლობ-ვაკეზე. ქალაქის დასახლება ვრცელდება გორაკ-ბორცვებზე, რომლებიც ზღვისპირა ვაკეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სოხუმის ფართობი 23,3 კმ².
Nearby cities:
კოორდინატები:   42°59'56"N   41°1'0"E

Comments

  • MapMan01
    ჩვენ დავბრუნდებით!!!