აღდამი

Azerbaijan / Agdam /
 ქალაქი, district center (en)

ნაქალაქარი აზერბაიჯანში. მდებარეობს ყარაბაღის ქედის ძირას. აღდამი ძველთურქულად „მცირე ციხესიმაგრეს“ ნიშნავს. აღდამი დაარსდა XVIII საუკუნეში, ხოლო 1928 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. იყო აღდამის რაიონის ცენტრი, საავტომობილო გზების კვანძი. 1991 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენდა 39,200 ადამიანს. ფუნქციონირებდა ყველ-კარაქის, ღვინის, საკონსერვო და საინსტრუმენტო ქარხნები, ორი ტექნიკუმი, სამედიცინო და სამუსიკო სასწავლებელი, დრამატული თეატრი. ქალაქი განადგურდა ყარაბაღის კონფლიქტის დროს.
Nearby cities:
კოორდინატები:   39°59'36"N   46°56'9"E