კოპენჰაგენი

Denmark / Kobenhavn / Copenhagen /
 ქალაქი, მუნიციპალური დაწესებულება, ქვეყნის დედაქალაქი

კოპენჰაგენი (დან. København) დანიის დედაქალაქია და ასევე მუნიციპალიტეტის სახელი, რომელშიც იგი მდებარეობს. 1,116,979 მცხოვრებით კოპენჰაგენი დანიის უდიდესი ქალაქია.

ქალაქის თანამედროვე დანიური სახელწოდება თავდაპირველი სახელის Kjøbmandehavn დამახინჯებული ფორმაა (ყრუ 'j' მოგვიანებით ამოგდებულ იქნა) და შედგება kjøb („იყიდო“) + mand („კაცი“) = „კაცი რომლისგანაც ყიდულობ“ ან „ვაჭარი“ და შედეგად „ვაჭართა ყურე“; København გამოითქმის [købm̩ˈhawˀn]. ქალაქის საერთაშორისო გამოთქმა მისი გერმანული ფორმიდან Kopenhagen მომდინარეობს.

კოპენჰაგენი დანიის ეროვნული პარლამენტის, მთავრობისა და მონარქიის ბინაა.

ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83...
Nearby cities:
კოორდინატები:   55°40'20"N   12°33'9"E