Wikimapia is a multilingual open-content collaborative map, where anyone can create place tags and share their knowledge.

დუხლატას მღვიმე

Bulgaria / Pernik /
 გამოქვაბული  Add category
 Upload a photo

დუხლატა (ბულგ. Духлата) — მღვიმე ბულგარეთში. მდებარეობს ვიტოშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე სტრუმის მარჯვენა ნაპირზე, პერნიკის ოლქის სოფელ ბოსნეკთან. მღვიმის შესასვლელი ბოსნეკსა და ჩუიპეტლოვოს შორის მდებარე გზაზეა.
გამოქვაბულის სახელს უკავშირდება ხმა, რომელსაც ქარი ქმნის მღვიმის შესასვლელში.
დუხლატა ბულგარეთის უგრძესი მღვიმეა და მისი სიგრძე 17 600 მეტრი, ხოლო სიღრმე 53 მეტრია. სხვა წყაროს ცნობით, მისი სიგრძე 18 200 მეტრი, ხოლო სიღრმე 53 მეტრია. კომპლექსი 6 სართულზე განლაგებული მრავალსაფეხურიანი ლაბირინთების სისტემისგან შედგება.
დუხლატა არის ერთერთი ყველაზე რთული გამოქვაბული სისტემა ბულგარეთში და შეიქმნა მდინარე სტრუმის მიწისქვეშა ნაკადებით.
Nearby cities:
კოორდინატები:   42°29'45"N   23°11'45"E
  •  33 კმ
  •  53 კმ
  •  89 კმ
  •  126 კმ
  •  142 კმ
  •  195 კმ
  •  288 კმ
  •  319 კმ
  •  338 კმ
  •  389 კმ
This article was last modified 1 წლის წინ