ყვარა

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Tianeti /
 ისტორიული ადგილები, მიტოვებული, დაფარული (უკონტურო) ობიექტი
 Upload a photo

"...– სამივე ეკლესია დაბა ყვარას ტერიტორიას ეკუთვნის, არა? – ვეკითხები ჩვენს მეგზურს, თიანეთის მუზეუმის თანამშრომელს მიხეილ მგელიაშვილს.

– რა თქმა უნდა, მაგრამ ყვარა ერთი დაბის სახელწოდება კი არ არის, არამედ ხერთვისის ზემოთ არსებული მთელი ივრის ხეობისა. ამ ქედს კი, რომელზეც ეკლესია დგას, ჩვენში გარეჯის მთაც ჰქვია… საინტერესოა, არა? ისიც უნდა გითხრათ, რომ XIX საუკუნეში სწორედ აქ მოღვაწეობდა ერთხანს ვაჟა-ფშაველას მამა პავლე რაზიკაშვილი.

– როგორც ვიცი, დაბა ყვარელს აქედან ჩასახლებულებმა დაარქვეს სახელი. ასევეა, ვთქვათ, სოფლები ფხოველიც და ფშაველიც, არა?

– ასეა… – კვერს მიკრავს მგელიაშვილი, – ოღონდ ეს ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა. თანაც, დავუკვირდეთ, აქაურ კაცს ყვარელი ერქვა, ყვარელში მცხოვრებს კი ყვარელელი ჰქვია..."
იხ.გელა ქოქიაშვილის სტატია: " ყვარადან ხარჭიშომდე – თიანეთი":
geworld.ge/ge/1681/
Nearby cities:
კოორდინატები:   42°18'47"N   45°7'7"E
This article was last modified 4 წლის წინ