ალექსანდრია

Egypt / Alexandria /
 ქალაქი, დედაქალაქის სახელმწიფო / პროვინცია / რეგიონი, დაფარული (უკონტურო) ობიექტი

ქალაქი ეგვიპტეში. სახელი მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე დიდის პატივსაცემად დაერქვა და როგორც ეგვიპტის პტოლემეური მმართველების სატახტო ქალაქი, მყისვე გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი ელინისტურ სამყაროში - ჩამორჩებოდა რა მხოლოდ რომს მისი სიდიდითა და სიმდიდრით ანტიკურობის ხანის განმავლობაში. თუმცა ეგვიპტის შუა საუკუნეების მაჰმადიანი მმართველების მიერ ქაიროს დაფუძნების შემდეგ ალექსანდრიის სტატუსი, როგორც ქვეყნის დედაქალაქისა, მალევე დასრულდა. ამან დასაბამი მისცა მის დაღმასვლას და ოსმალეთის იმპერიის პერიოდში ის უკვე იმდენად დაკნინდა, რომ მხოლოდ მცირე მეთევზეთა სოფლადღა მოიხსენიებოდა. ანტიკურ ხანაში ალექსანდრია ცნობილია იყო მისი შუქურით (მსოფლიოს შვიდ საოცრებათა შორის ერთ-ერთი) და ბიბლიოთეკით (მსოფლიოში უდიდესი). ალექსანდრიის მიდამოების არქეოლოგიური გათხრები დაიწყო 1994 წელს, რამაც ალექსანდრიის პტოლემეოსის დინასტიის პერიოდის მრავალი დეტალი გამოავლინა.
Nearby cities:
კოორდინატები:   31°10'7"N   29°51'14"E
  •  26 კმ
  •  56 კმ
  •  143 კმ
  •  154 კმ
Array