ვაჩნაძიანის გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი (ვაჩნაძიანი (შრომა))

Georgia / Kakheti / Gurjaani / ვაჩნაძიანი (შრომა)
 მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი

სოფლის ისტორიის მუზეუმში ვაჩნაძეანში მოპოვებული არქეოლოგიური მასალები ინახება.ის საჯარო სკოლის ეზოშია და გაიხსნა 1966 წელს, ჯანდიერებისეულ სასახლეში. ამავე წელს მიენიჭა მუზეუმის დამაარსებლის, სოფლის ღვაწლმოსილი პედაგოგის — გიორგი მაისურაძის სახელი.
ვაჩნაძეანი მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით. დღემდე შემორჩენილია 34 ძეგლი და ძეგლის ფრაგმენტი, რომლებიც სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. სოფლის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლებია: “ამიდასტური” – წმინდა გიორგის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკა (VI-VIIსს), ყველაწმინდის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი (IXს), “უსანეთის” (განვ. შუა საუკ.) “გომართის” (გვ. შუა საუკ.), “მამა-შაურის” დარბაზული (ადრე შუა საუკ), “ღვთისმშობლის” (გვ. შუა საუკ.), “ზურიას” (გვ. შუა საუკ), მეგრელიანთ საგვარეულო (გვ.შუა საუკ.), “ქაშუეთის” (ხელახლა აღდგენილი), წმინდა მარიამის სახელობის ე.წ. “ყვავის საყდარი”, რომლებიც განეკუთვნება XVII-XVIII სს. (შუა საუკ.) და “გუჯიაური”, სადაც სამი ციხე-კოშკია შემორჩენილი. საერო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია “პალატები” (სასახლე), რომელიც განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, შესაძლებელია, რომ “პალატები” შუა საუკუნეების სამონასტრო სკოლას წარმოადგენდა. არსებობს თქმულება იმის შესახებ, რომ “პალატებში” მიიღო განათლება თამარ მეფის ეპოქის ცნობილმა პოეტმა გრ. ჩახრუხაძემ. (აკად. გ. ჩუბინიშვილი – “კახეთის არქიტექტურა”).
მუზეუმის შენობა რიყის ქვისა და აგურის შერეული წყობით ააგო თავად ლევან გიორგიძის ძე ჯანდიერმა 1888 წელს.რელიეფის თავისებურების გამო, ეზოს მხრიდან ერთ სართულიანია, მთავარი ფასადისკენ კი სარდაფის სართულის შემცველიც არის.სარდაფის სართული 2 ოთახისაგან შედგება, ერთი მათგანი უსარკმლოა და დამხმარე სათავსად გამოიყენება. ამავე სართულზეა წარმოდგენილი ბუხარი. ძირითადი სართული 5 საგამოფენო დარბაზის, 4 ოთახისა და ერთი ტალანისაგან შედგება. ნაგებობას თუნუქის პირამიდისებური სახურავი ხურავს.
ამჟამად მუზეუმში 5000-ზე მეტი ექსპონატია დაცული.
შენობას 2012 წლიდან მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
სოფლის ისტორიული მუზეუმი :memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°50'45"N   45°39'9"E
  •  197 კმ
  •  1095 კმ
  •  1275 კმ
  •  1327 კმ
  •  1338 კმ
  •  1413 კმ
  •  1583 კმ
  •  1637 კმ
  •  1876 კმ
  •  1881 კმ
This article was last modified 3 წლის წინ