რილის მონასტერი

Bulgaria / Kjustendil / Sapareva Banja /
 მონასტერი, საინტერესო ადგილები, UNESCO World Heritage Site (en), არქიტექტურული მემკვიდრეობა, 100 Tourist Sites of Bulgaria (en), 10th century construction (en), Bulgarian Orthodox Church (en)

რილის მონასტერი (ბულგ. Рилски манастир) — უდიდესი და ყველაზე ცნობილი აღმოსავლეთ მართლმადიდებლური მონასტერი ბულგარეთში. მდებარეობს რილის მთების სამხრეთ-დასავლეთით, დედაქალაქ სოფიადან 117 კმ-ით სამხრეთით, მდინარე რილსკის ღრმა ხეობაში, ზღვის დონიდან 1 147 მეტრზე. მონასტერს სახელი ეწოდა მისი დამაარსებელი განდეგილის - ივან რილას პატივსაცემად (ახ. წ. 876 - 946).

მონასტერი X საუკუნეში დაარსდა და დღეს იგი მიიჩნევა ბულგარეთის უმნიშვნელოვანეს კულტურულ, ისტორიულ და არქიტექტურულ მონუმენტად, ამავე დროს, წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას მთელს სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. კომპლექსი გამოსახულია 1999 წელს გამოშვებულ ბულგარული ლევის 1 ნომინალიან ბანკნოტებზე.


www.youtube.com/watch?v=gGO48JipyJ8
Nearby cities:
კოორდინატები:   42°8'0"N   23°20'24"E