თუშეთის ქედი ( პირიქითი ქედი )

Russia / Checenija / Sharoy /
 მთა, დაფარული (უკონტურო) ობიექტი
 Upload a photo

პირიქითი ქედი (თუშეთის ქედი) — კავკასიონის ჩრდილოეთი გამყოლი ქედი, მდინარეების პირიქითი ალაზნისა (ანდის ყოისუს სისტემა) და არღუნის (თერგის სისტემა) წყალგამყოფი, სიგრძე 80 კმ. საქართველოს (ახმეტის მუნიციპალიტეტი) და ჩეჩნეთის საზღვარზე. უმაღლესი მწვერვალია ტებულოსმთა (4493 მ). 4000 მ-ზე მაღალია მწვერვალები: ქომიტო (4261), დიკლოსმთა (4285 მ), დანოსმთა (4174 მ) და სხვა. უღელტეხილები 3000-3500 მ სიმაღლეზეა, მ.შ. აღსანიშნავია: უყერიჩო (3042 მ), ქერიღო (3140 მ) და ქაჩუილამი (3550 მ).

პირიქითი ქედი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. ორივე კალთაზეა თანამედროვე მყინვარები და პლეისტოცენური გამყინვარების კვალი. კალთები 3000-3000 მ სიმაღლემდე შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით. სამხრეთი კალთის აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის დონიდან 1600-2200 მ-მდე, ფიჭვნარ-არყნარია.
Nearby cities:
კოორდინატები:   42°30'40"N   45°38'48"E
This article was last modified 13 წლის წინ