ილიას ტბა
Georgia /
Kakheti /
Kvareli /
ყვარელი
World
/ Georgia
/ Kakheti
/ Kvareli
მსოფლიო / საქართველო / კახეთის მხარე
ტბა
Add category
ყვარლიდან დასავლეთით, 5 კმ-ში, ხელოვნურად, მდინარე დურუჯის დაგუბებით შეიქმნა წყალსაცავი, რომელსაც დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად "ილიას ტბა "ეწოდა. ტბა გასართობი და გამაჯანსაღებელი ცენტრია. ერთი მხრიდან ის ფოთლოვანი ტყეებით დაფარული გორაკებით არის შემოსაზღვრული, მეორე მხარეს კი დასასვენებელი პარკია გასართობი და სათამაშო მოედნებითა და ულამაზესი ამფითეატრით; სანაპიროს მიჰყვება ბულვარი, სადაც რამდენიმე კაფე და რესტორანია. ტბა ცნობილი ნახევრად ტკბილი ღვინის, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობს.
ილიას ტბის სარეკრეაციო ზონა მოიცავს 800 მ სანაპირო ბულვარს, 3-კილომეტრიან საველოსიპედო ბილიკს,
1400-კაციან ამფითეატრს, ხელოვნურ კუნძულებსა და კეთილმოწყობილ სანაპიროს კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებით.
2013 წლიდან ტბაზე მრავალფუნქციური დასასვენებელი კომპლექსი "როიალ ბატონი" ფუნქციონირებს.
travelingeorgia.ge/region/Resorts-Khvareli-Lakes/

Nearby cities:
კოორდინატები: 41°57'19"N 45°47'39"E
- ტბა 47 კმ
- ყაჯირის ტბა ( ამჟამად დამშრალია) 71 კმ
- დალის ტბა 72 კმ
- ჯანდარის ტბა 75 კმ
- ქეზანოის ტბა 97 კმ
- შამქორის წყლსც. 99 კმ
- აგსთევის წყსც. 111 კმ
- ჯოღაზის წყსც. 114 კმ
- აჯინოურის ტბა 139 კმ
- ჩირკეის წყსც. 146 კმ
- „ქინძმარაულის“ ვენახები 4.1 კმ
- ყვარლის მუნიციპალიტეტი 5 კმ
- კრიხლების ქდ. 5.8 კმ
- კუჭატნის თემი 8.2 კმ
- კირკიტიანი 10 კმ
- ჩელთის ხეობა 12 კმ
- ვაჩნაძიანის თემი 13 კმ
- საბუის თემი 14 კმ
- გურჯაანის მუნიციპალიტეტი 26 კმ
- თელავის მუნიციპალიტეტი 27 კმ