საგარმატხის ეროვნული პარკი
Nepal /
Dolakha /
Bhimeshwar /
World
/ Nepal
/ Dolakha
/ Bhimeshwar
მსოფლიო / ნეპალი / / /
ეროვნული პარკი
Add category
საგარმატხის ეროვნული პარკი — დაცული ტერიტორია ჰიმალაის მთებში, აღმოსავლეთ ნეპალის ტერიტორიაზე. მის შემადგენოლბაში შედის ევერესტის სამხრეთი ნახევარიც. პარკი შეიქმნა 1976 წელს და უკვე 1979 წელს იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. Sagarmāthā სანსკრიტის ენაზე ცას ნიშნავს, ხოლო māthā შუბლს. სწორედ ეს სახელი ეწოდება ნეპალურ ენაზე ევერესტის მთას.
პარკი მოიცავს 1 148 კმ² ტერიტორიას და მდებარეობს ზღვის დონიდან 2 845 - 8 848 მეტრზე. 5 000 მეტრზე მაღლა მდებარე მიწა აქ უნაყოფოა და იგი პარკის ტერიტორიის 69%-ს შეადგენს, 29% ოდნავ ნაყოფიერია, ხოლო 3% ტყიანი. პარკის უდიდესი ნაწილი უსწორმასწორო და უფსკრულებიანია, რომლებიც ძირითადად მყინვარების მოქმედების შედეგადაა წარმოქმნილი. პარკის ტერიტორიაზე ოთხი კლიმატური ზონა გამოიყოფა, რაც მისი სიმაღლის სხვადასხვა დონეებითაა განპირობებული. სწორედ სიამღლე განაპირობებს მცენარეთა და ცხოველთა გავრცელებასაც.

სტატია Wikipedia–დან: https://ka.wikipedia.org/wiki/საგარმატხის ეროვნული პარკი
Nearby cities:
კოორდინატები: 27°56'10"N 86°44'47"E