ზვართნოცის საკათედრო ტაძარი (ეჩმიაძინი)

Armenia / Armavir / Voskehat / ეჩმიაძინი
 არქეოლოგიური ადგილი, საინტერესო ადგილები, UNESCO World Heritage Site (en)

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. 643-652 წლებში კათოლიკოს ნერსეს III-ის (აღმშენებელი) სურვილით აგებულ იქნა დიდებული წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი ადგილას, სადაც მეფე ტირდატ III და გრეგორი ბრწყინვალე შეხვედრილან ერთმანეთს. 930 წელს ტაძარი მიწისძვრამ გაანადგურა და დამარხული რჩებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში ხელახლა აღმოჩენამდე. 1900-07 წლებში არემარეში მასიური არქეოლოგიური გათხრები მოეწყო, რის შედეგადაც გაწმენდლი იქნა კათედრალის ფუნდამენტი კათოლიკოსის სასახლესა და ღვინის მარანათან ერთად.
ფრესკებით მოხატული ეკლესიის ინტერიერი ბერძნული ჯვრის ფორმისაა სამი განშტოებით, ხოლო ექსტერიერი კი 32-გვერდიანი პოლიგონია, რომელიც შორიდან წრული ფორმის შთაბეჭდილებას ტოვებს. თანამედროვე მკვლევარები ეყრდნობიან ტოროს ტორამანიანის (რომელიც გათხრებზე მუშაობდა) მოსაზრებას, რომ შენობას სამი სართული უნდა ჰქონოდა.
Nearby cities:
კოორდინატები:   40°9'36"N   44°20'11"E
This article was last modified 4 წლის წინ