ილიურთა

Russia / Checenija / Itum-Kale /
 ნასოფლარი  Add category

ილიურთა ― ნასოფლარი ახმეტის მუნიციპალიტეტში.
1930-31 წლებში ჩატარებული სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, სოფელში ცხოვრობდა 7 კომლი, 13 ადამიანი. მაცხოვრებლებში მთავარი გვარები იყო ხელაიძე და ხეცაურიძე.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობდა.
სოფელში დგას 1870 წელს აგებული წმ. გიორგის სახელობის გუმბათოვანი ეკლესია:
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/7052
სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების 2 კოშკი:
პირველი კოშკი დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყიან ფერდობზე. კოშკი ხუთსართულიანია, გეგმით თითქმის კვადრატული (5 X 4,8 მ), ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია ხის სართულშუა გადახურვები, აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლები დაბზარულია, პირველი სართული თითქმის მთლიანად ფიქლითა და მიწითაა ამოვსებული.
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/19923
მეორე კოშკი დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყიან ფერდობზე. კოშკი (6 X 5,5 მ) ხუთსართულიანია და ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება. ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია სართულშუა გადახურვა, მონგრეულია ზედა სართულის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი.
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/12873
( იხ.სტატია "ილიურთის კოშკები" .wikipedia-ზე)

სოფლის შუაში გვიანდელი შუა საუკუნეების სამსართულიანი ციხე-სახლია (5,6 X 4,5 მ; სიმაღლე 6,6 მ),რომელიც. ეკუთვნოდა ილიკო ბახტურიძეს.
( იხ,სტატია "ილიურთის კოშკები" .wikipedia-ზე)
იხ.უსურათოდ"ციხე-სახლი" :memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/19932
ასევე აღრიცხულია :
"ილიურთა. ციხე-სახლი"(სურათით):memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/6992
( ადგილმდებარეობაში წერია ვაკისძირი ,მაგრამ დატანილია ილიურთას ტერიტორიაზე)
"ილიურთა. ხეთაურიძეების სახლი": memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/6991
" ციხე II": memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/12872
ჯვარისკრის ხატი(შავ-თეთრი სურათით აღწერის გარეშე):memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/12876
ჯვარისკრის ხატის საქვაბე (შავ-თეთრი სურათით აღწერის გარეშე):memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/12875
მწვაქის გორის სალოცავი (შავ-თეთრი სურათით აღწერის გარეშე):memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/12877
დრატის ჯვარი (შავ-თეთრი სურათით აღწერის გარეშე): memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/12874
Nearby cities:
კოორდინატები:   42°23'48"N   45°31'36"E
This article was last modified 4 წლის წინ