Мукузани | сельский населённый пункт, винодельня, виноградник

Georgia / Kakheti / Gurjaani /
 сельский населённый пункт, винодельня, виноградник

მუკუზნის ისტორია
სოფელი მუკუზანი ძირითადად სამეფო და ნაწილობრივ სათავა-
დო საკუთრება იყო. აქ ყმა-მამულს ფლობდნენ ანდრონიკაშვილე-
ბი, ნაზირიშვილები, მამუჩიშვილები.
რუსებმა საქართველოს მიერთების შემდეგ მუკუზანში სამხედრო პოსტი დააწესეს. რუსების მმართველობის წლებში მუკუზანი საუფლისწულო მამულად განიხილებოდა. იქ მოწყობილი იყო მეღვინეობა-მევენახეობის იმ დროისათვის კარგად განვითარებული მეურნეობა, სადაც დასაქმებული იყო დაქირავებული მუშახელი. საბჭოთა პერიოდში მუკუზანში ღვინის ორი ქარხანა ფუნქციონირებდა, როგორებშიც საქვეყნოდ
ცნობილი ღვინო ,,მუკუზანი’’ ისხმებოდა.
ისტორიული ძეგლი მდებარეობს გომბორის
ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. გურჯაანიდან 12 კმ-ზე.
წერილობით წყაროებში სოფელი 1614 წლის ამბებთან დაკავში-
რებით იხსენიება.
ამაღლების ეკლესია: არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის
დასავლეთით, 0,5 კმ-ზე განეკუთვნება XVIII საუკუნის მიწუ-
რულს. ეკლესია დარბაზულია ნაგებია აგურით და რიყის ქვით.
არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის დასავლეთით, 3 კმ-ზე
ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ადგილობრივი
მოსახლეობა მას ნადარბაზევს, ცხრააკვანას და ყარალაანთ ნასახ-
ლარს უწოდებს.
ნაგებობა დიდი ზომის ყოფილა, მისგან მხოლოდ სამი კედელი-
ღაა შემორჩენილი სხვადასხვა სიმაღლეზე. შენობა ნაგები ყოფი-
ლა რიყის ქვითა და კირის ხსნარით.
სვეტიცხოვლის ეკლესია-არქიტექტურული ძეგლი დგას შუა
სოფელში, გურჯაან-თელავის გზის პირას.
ეკლესია ერთიანად არაა აგებული და აშკარად ეტყობა აღდგენა-
გადაკეთებების კვალი, რის შედეგადაც მას თავდაპირველი სახე შეცვლილი აქვს. ადრე ამ ადგილას მდგარა ძველი, სავარაუდოდ
VI-VII სს-ების, სამეკლესიანი ბაზილიკა, რის დანგრევის შემდგომ
იგი დარბაზულ ეკლესიად გადაუკეთებიად და თავდაპირველი
ეკლესიის შემორჩენილი ნაწილებით ახალი ეკლესიის კორპუსში
ჩაურთავთ. XVIII ს-ში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. ეკლესიას მცირე გადაკეთებები XIX ს-შიც განუცდია.
წმ.გიორგის ეკლესია.
მჭედლიანთ საყდარი, არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის
დასავლეთით 1,5 კმ-ზე. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ
შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით.
Ближайшие города:
Координаты:   41°48'29"N   45°43'47"E
Данная статья была последний раз изменена 10 лет назад