ახაშენი

Georgia / Kakheti / Gurjaani /
 სოფელი  Add category
 Upload a photo

ახაშენი მდებარეობს შიდა კახეთში, მდ. ალაზნის შუა წელში, ჩრდილო განედის 41048'׀ და აღმოსავლეთ გრძნედის 45044'׀კოორდინატებზე, განედური მიმართულების მქონე ალაზნის მარჯვენა შენაკადების, ჭერმისხევსა და ფაფრისხევს შორის. ახაშენის დასახლებული პუნქტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთი მიმართულებით მდ. ალაზნამდე მანძილი 9,5 კმ-ია, ხოლო საპირისპირო მხარეს - სამხრეთ-დასავლეთისაკენ - ცივ-გომბორის ქედის თხემურ ნაწილამდე 14,5 კმ. მევენახობის გაადგილების თვალსაზრისით, ახაშენის ტერიტორია მოიცავს ცივ-გომბორის ქედის ტყისპირა კალთების გაგრძელებას და ალაზნის ვაკის მეორე ტერასას. მიკროზონაში ვენახები მოქცეულია 350-700 მეტრის სიმაღლის ფარგლებში არსებულ ფართობებზე და მოიცავს სოფლების: ახაშენის, ჩუმლაყის ტერიტორიის შუა და ზედა ნაწილს, ფაფრის მინდვრების მასივს. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი სამხრეთ-დასავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და აღმოსავლეთისაკენ სუსტად და საშუალოდ დაქანებულ ფერდობებსა და შლეიფებს წარმოადგენს, სუსტი ტალღისებური ზედაპირით, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გავაკებაში გადადის და ემიჯნება ალაზნის პირველ ტერასას ჭერმის ხევისა და ფაფრისხევის გაყოლებით.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°47'39"N   45°44'57"E
This article was last modified 3 წლის წინ