მდ. დურუჯი (ყვარელი)

Georgia / Kakheti / Kvareli / ყვარელი
 valley (en), მდინარე, დაფარული (უკონტურო) ობიექტი

ქ.ყვარელს „დამოკლეს მახვილივით“ დამდგარი პატარა, მაგრამ საკმაოდ ვერაგი მდინარე. ახასიათებს უეცარი ადიდება და რამდენიმეტონიანი ლოდების ჩამოთრევა მთიდან (ერთ-ერთი ასეთი დარჩენილია ყვარლის ჩრდილო-დასავლეთით. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით მდინარეს აღმოსავლეთის მხრიდან გაუკეთდა დამცავი ჯებირი (სიგრძე 6 კმ), თუმცა რამდენჯერმე მდინარემ მაინც მოახერხა ამ ჯებირის გადმონგრევა. ერთ-ერთმა ასეთმა წყალდიდობის შედეგად გასული საუკუნის შუა წლებში (II მსოფლიო ომის შემდეგ) შუაღამისას რამდენიმე ათეული ყვარლელი დაახრჩო მძინარე (მათ შორის ბავშვები). ამაზე სიმღერაც არსებობს. მისი დამცავი ჯებირის რესტავრაციის ხარჯები (100000 ლარი) დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რამდენიმე წელს იყო ჩასმული სახელმწიფო ბიუჯეტში, მაგრამ ვერა და ვერ დაადგა საშველი. ამჟამად იგეგმება მისი რესტავრაცია, თუმცა იგი უკვე საგრძნობ კაპიტალურ დაბანდებებს მოითხოვს.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°57'1"N   45°48'56"E

Comments

  • http://www.presa.ge/index.php?text=news&i=9575
This article was last modified 6 წლის წინ