ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

Azerbaijan / Qax /
 ეკლესია (43), ისტორიული ადგილები, orthodox christianity (en)

მართლმადიდებლური ტაძარი თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ქურმუხის ეკლესიის აშენების, აღმშენებლის და დათარიღების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მკლევარების აზრით და ძეგლების შედარებითი ანალიზის მიხედვით ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი შეიძლება XIII საუკუნის დასასრულით და XIV საუკუნის I ნახევრით დათარიღდეს.

ქართულ საისტორიო წყაროებში ქურმუხის ეკლესია პირველად მოხსენიებულია ე.წ. მაღალაშვილისეული სახარების 1310 წლით დათარიღებულ მინაწერში. აქ აღწერილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ექვთიმეს მის იურისდიქციაში მყოფ სხვადასხვა ეპარქიაში მოგზაურობა, მათ შორის გიშ-ქურმუხის ეპარქიაშიც. აღნიშნული მოგზაურობის დროს პატრიარქმა ექვთიმემ მოინახულა გიშ-ქურმუხის ეპარქიის ეკლესიები და ქურმუხის მთავარეპისკოპოსს კირილე დონაურს ყველა ეკლესიისთვის სახარების გადაწერა დაავალა.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°23'19"N   46°55'17"E
  •  198 კმ
  •  1149 კმ
  •  1325 კმ
  •  1334 კმ
  •  1370 კმ
  •  1456 კმ
  •  1623 კმ
  •  1645 კმ
  •  1866 კმ
  •  1870 კმ
This article was last modified 12 წლის წინ