სიენა

Italy / Toscana / Siena /
 ქალაქი, UNESCO World Heritage Site (en), arts centre (en)

ქალაქი იტალიაში, ტოსკანის რეგიონში, სიენის პროვინციის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 54 526 ადამიანს შეადგენს.
1995 წლიდან, ქალაქის ისტორიული ცენტრი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, სადაც 2008 წელს 163 000 საერთაშორისო ჩასვლა დაფიქსირდა. ქალაქი ცნობილია სამზარეულოთი, ხელოვნებით, შუა საუკუნეების ხედებითა და პალიოთი - საცხენოსნო ტრასით.
ისტორია – არქეოლოგიური გათხრების თანხმად, დღევანდელი სიენის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ეტრუსკების დროს, ძვ. წ. IX - V საუკუნეებში. სახელი სავარაუდოდ სწორედ ეტრუსკული ან გალიური წარმოშობისაა. დღევანდელი ქალაქის წინაპარი, რომაული ქალაქი სიენა-იულია იმპერატორმა ავგუსტუსმა დააარსა. ლეგენდის თანახმად კი ქალაქი რემუსის ვაჟებმა სენიემმა და შესაბამისად რომულუსის ძმისშვილებმა - (სენიუსი) და აკსიემმა დაარსეს. ტყუპებმა თავშესაფრად ტოსკანის გორაკები აირჩიეს, სადაც მოგვიანებით ქალაქი აშენდა, რომელსაც სენიემის პატივსაცემად სიენა უწოდეს. ეს ლეგენდა ასახულია ქალაქის ოფიციალურ სიმბოლოზე, სადაც ჩვილი რემუსი და რომულუსია გამოსახული, რომლებიც ძუ მგელს წოვენ.
ხელოვნება – მრავალი საუკუნის განმავლობაში, სიენას ხელოვნების მდიდარი ტრადიციები გააჩნდა. სიენის სკოლის მხატვართა სია ისეთ ცნობილ ხელოვანებს მოიცავს, როგორებიც არიან: დუჩიო, სიმონე მარტინი, ამბროჯიო ლორენცეტი, პიეტრო ლორენცეტი, მარტინო დი ბართოლომეო, ფრანჩესკო დი ჯორჯო.
Nearby cities:
კოორდინატები:   43°19'33"N   11°19'40"E
  •  111 კმ
  •  118 კმ
  •  135 კმ
  •  248 კმ
  •  505 კმ
Array